"არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე "არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა"-მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.


"მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი.

კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. კერძოდ, მის საუბრებში, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, მას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, რომელზეც დაბარებული იყო და მღვდელმთავრებთან საკუთარი პოზიციის განმარტების საშუალება მიეცემოდა, არქიმანდრიტი დოროთე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ეს კი სასულიერო პირის მხრიდან სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს.

აღნიშნულის საფუძველზე, კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:

 

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე." - წერია დასკვნაში.





მსგავსი სიახლეები
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, უნივერსიტეტებში არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს-ირაკლი კობახიძე
გვინდა, დავამკვიდროთ პრინციპი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას-ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება -ირაკლი კობახიძე
"არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე "არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა"-მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია
ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა
„ამბავი უცნობი გმირისა''- ეროვნულ ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი
ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ
ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან – კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში – ფერმენტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს -ჯანდაცვის სამინისტრო