გვინდა, დავამკვიდროთ პრინციპი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში -ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას სურს, დაამკვიდროს მკაფიო პრინციპი, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი.

„პირველ რიგში, გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი, ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი. თბილისი რომ ავიღოთ პირველ რიგში, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, შესაბამისად, ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის. ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის ტრადიციული ფუნქციებისა და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. ბუნებრივია, სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი გარდამავალი პერიოდი, ვინც სწავლობს კონკრეტულ უნივერსიტეტში, მას ექნება საშუალება, დაამთავროს ის შესაბამისი უნივერსიტეტი, შესაბამისი სპეციალობით. ძალდატანებით, რა თქმა უნდა, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება, ერთადერთი, სტუდენტებს შეუძლიათ, ნებაყოფლობით აირჩიონ მობილობის წესით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა. გარდამავალი ეტაპი სტუდენტებისთვის იქნება უზრუნველყოფილი, პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტის არჩევანს,“- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი.

„რაც შეეხება უცხოელი სტუდენტების პრობლემას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი“, – განაცხადა კობახიძემ.





მსგავსი სიახლეები
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, უნივერსიტეტებში არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს-ირაკლი კობახიძე
გვინდა, დავამკვიდროთ პრინციპი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას-ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება -ირაკლი კობახიძე
"არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე "არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა"-მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია
ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა
„ამბავი უცნობი გმირისა''- ეროვნულ ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი
ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ
ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან – კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს საკვების ადვილად მონელებაში – ფერმენტების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში
3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საარჩევნო მედია სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
მევლუდ მელაძე Intercontinental Drifting Cup-ზე რიგაში იასპარეზებს
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს -ჯანდაცვის სამინისტრო