ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე

ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს უმეტეს შემთხვევაში.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, შევქმნათ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ დამატებით, დაახლოებით 20 000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა. ეს ქუთაისს შესძენს სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის დატვირთვას და ფუნქციას. ასევე, ვფიქრობთ, რომ თბილისშიც უნდა შეიქმნას სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ზუსტი ადგილმდებარეობა განისაზღვრება მომავალში. ეს ხელს შეუწყობს თბილისის განტვირთვას და ქალაქების დატვირთვას აკადემიური ინფრასტრუქტურით. ასევე, გაფართოვდება სხვა რეგიონული უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურაც და იქაც, შესაბამისად გაიზრდება მიღებული სტუდენტები რაოდენობა.

კულტურული, სპორტული ინფრასტრუქტურა, სტუდენტების თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა  –  აქაც გვაქვს სერიოზული დეფიციტი და ამ მიმართულებითაც განვითარდება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. იაფი  და ხარისხიანი საერთო საცხოვრებლების მიმართულებითაც  გვექნება რადიკალური, ფუნდამენტური ცვლილებები. ამ მიმართულებითაც განვითარდება ინფრასტრუქტურა. ეს არის ის შვიდი ძირითადი მიზანი, რომელიც დასახული გვაქვს კონცეფციის ფარგლებში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბევრად უფრო ადვილია კონცეფციის შემუშავება, ვიდრე მისი აღსრულება, თუმცა მთელი სამთავრობო გუნდი არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ კონცეფციის თითოეული პუნქტი, თითოეული ამოცანა პირნათლად და სრულად შესრულდეს.

„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია თითოეული მიზნის მიღწევა. მართალია ამბიციურია კონცეფცია, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური, მიზნები არის აბსოლუტურად რეალისტური. მთლიანად ვიქნებით მობილიზებული ამ მიზნების მიღწევაზე. ამ კონცეფციის რეალიზაცია საჭიროებს კანონმდებლობაში ცვლილებებს, მათ შორის, განათლების სამინისტროს დაწყებული აქვს მუშაობა განათლების შესახებ კანონმდებლობის კოდიფიცირებაზე, სრულიად ახალი, გაერთიანებული კანონის მიღებაზე. მიზნები არის ამბიციური, თუმცა ყველაფერი გაკეთდება ამ მიზნების შესრულებისთვის“, –  განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება -კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე
ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი "შვილები", აკაცუკები მოენახულებინა -კახა კალაძე
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი -შალვა პაპუაშვილი
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე
ვაცხადებ, რომ "ვარდების რევოლუციის" კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი
4 ოქტომბერს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გადატრიალებას და 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე-ირაკლი კობახიძე
არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ სხვა მუხლით -თამარ ჩერგოლეიშვილი
ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი