ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე
  ყველა თანხმდება, რომ დღეს უმაღლესი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, სტანდარტებს, შესაბამისად, ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიციური ამოცანა, საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ზუსტად ისეთივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს აბსოლუტურად რეალური და შესაძლებელია.
პრემიერმა განათლების რეფორმის კონცეფციის იმ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც გეოგრაფიულ დეკონცენტრაციას გულისხმობს და აღნიშნა, რომ დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი უმაღლეს განათლებას დედაქალაქში იღებს.
„ისედაც დატვირთულია ქვეყნის დედაქალაქი, რაც ბევრი კუთხით არის პრობლემა და მიგრაციის პროცესი ასევე ბუნებრივია. წლიდან წლამდე იზრდება დედაქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა. 34%-მდე არის გაზრდილი დედაქალაქის მოსახლეობის წილი ქვეყნის მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, არსებული საუნივერსიტეტო სისტემაც ახალისებს ამგვარ მიგრაციას. სტუდენტი ჩამოდის თბილისში, აქ არის დასაქმების მეტი პერსპექტივა შექმნილი დღევანდელ დღეს და რჩება თბილისში. ამ დროს შესაძლებელია, განათლების სისტემის დეკონცენტრაციითაც შევუწყოთ ხელი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მთლიანობაში სისტემისთვის არის ეს საინტერესო, მათ შორის იმისთვის, რომ განვითარდეს სხვა დიდი ქალაქები.
პირველ რიგში ეს ეხება ქუთაისს და რუსთავს, რომლებიც გვინდა, დავტვირთოთ როგორც საუნივერსიტეტო ქალაქები და ამასთან ერთად, ლოგიკურად, როდესაც განვითარდება ინფრასტრუქტურა შესაბამის ქალაქებში, გაჩნდება ახლი სტიმული დასაქმების ხელშეწყობისთვისაც, ახალი სამუშაო ადგილები და ეს გამოიწვევს კომპლექსურ ცვლილებებს. ახალი ფუნქცია უნდა შევძინოთ ჩვენ შესაბამის ქალაქებს და რეგიონებს. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ რუსთავს და ქუთაისს, ჩვენ გვაქვს ასევე ხუთი რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბათუმი, ახალციხე, გორი, თელავი და ზუგდიდი. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ამ უნივერსიტეტებსაც გავუძლიეროთ ინფრასტრუქტურა და რესურსები. მათ შორის აქ იგულისხმება ის, რომ მეტი სტუდენტის მიღება უნდა შეძლონ ამ უნივერსიტეტებმა. აქცენტი გაკეთდება პედაგოგიურ და აგრარულ მიმართულებაზე, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებითაც უნდა გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები. ეს შესაბამისად გამოიწვევს დეკონცენტრაციას, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რაც არის სახელმწიფოს ერთ-ერთი კონსტიტუციური ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მსგავსი სიახლეები
18 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი - თამაზ თამაზაშვილი
19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება -თბილისის მერია
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, უნივერსიტეტებში არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს-ირაკლი კობახიძე
გვინდა, დავამკვიდროთ პრინციპი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას-ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება -ირაკლი კობახიძე
"არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე "არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა"-მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია
ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა
„ამბავი უცნობი გმირისა''- ეროვნულ ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი
ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ
ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან – კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე