არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე

არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, ვინაიდან ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით ეუთოს ეგიდით იმყოფებოდა, სტანდარტები დაარღვია.

„რეალურად, არ იყო ღირსეული საქციელი, მათ შორის სტანდარტებიც დაარღვია. როგორც ეუთოს წარმომადგენელი, ისე იყო ჩამოსული და არა როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც როგორ შეიძლება შევიდეს ასე უხეშად პოლიტიკურ პროცესში და მერე მით უმეტეს, როდესაც ეუთოს ეგიდით ჩამოდიხარ. მერე სიცრუე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი. მოუწია ტყუილის თქმა, როდესაც დაგავალებენ ასეთ აქციაზე მისვლას, სადაც 50 კაცია შენთან ერთად, იქ, რა თქმა უნდა, უნდა მოიტყუო, რომ ახლა იკრიბება ხალხი. ამ დონის ტყუილი თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფინეთის დროშები ფრიალებს და სასწაულები ილაპარაკა. ასეთი ტყუილი როგორ უნდა იკადრო. მე მგონია, რომ ფორმულას და ტვ პირველს ე.წ ჟურნალისტებიც ასეთ რაღაცას არ კადრულობენ და ეს იკადრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაც პრინციპში კარგია. ხანდახან საზოგადოებას ავიწყდება ხოლმე, მაინც ფინეთია ევროპაა, ევროკავშირია და იქნებ მაინც არ არიან ისეთი პრობლემური ხალხი, როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენება, მაგრამ ასეთ რამეს რომ აკეთებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ორ ტყუილს ამბობს თუ კიდევ მესამეც მიაყოლა რაღაც, არ მახსოვს, ერთწუთიან გამოსვლაში რამდენიმე ტყუილს რომ კადრულობს, რა თქმა უნდა, საზოგადოება იყალიბებს სწორ აზრს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამიტომ არის, რომ არათუ რაიმე უარყოფითი განცდა ვერ დატოვა ქართულ საზოგადოებაში მისმა უხეშმა, არაკორექტულმა და სტანდარტებს მიღმა საქციელმა, არამედ პირიქით, საზოგადოება უფრო მეტად დამობილიზდა იმ სიუხეშის და უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიიდან. ამას მოაყოლა მეორე დღეს კიდევ მეორე ტყუილი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუ ზოგადად შევხედავთ ყველაფერს, რასაკვირველია, თავისი იქ მისვლით თავად განაპირობა შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება, მაგრამ მიიღო ის პასუხი, რაც იყო ერთადერთი უალტერნატივო პასუხი ღირსეული ხელისუფალისგან. არ შეიძლება, ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ ასეთ რამეს, თუ ელემენტარული ღირსება აქვს ხელისუფლებას. ამიტომ, მიიღო ის პასუხი, რაც ეკუთვნოდა. ეს არ არის მარტო ფინეთის პრობლემა, ეს არის მთლიანად ევროპული ბიუროკრატიის პრობლემა. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. არაფრით არ განსხვავდებიან ქართველი უცხოელი აგენტებისგან - რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ ყოველგვარი კითხვების გარეშე. თუ ეს დავალება არ არის, როგორ შეიძლება, თავი ასე შეირცხვინო, 50 კაცთან ერთად, როგორ შეიძლება, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სხვა ქვეყანაში მონაწილეობა მიიღო კანონსაწინააღმდეგო აქციაში, რისთვისაც გამოუწერეს 5000-ლარიანი ჯარიმა. ასე როგორ დაიკნინებ თავს, თუ არ ხარ უცხოელი აგენტი, რომელიც იღებს დავალებებს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მსგავსი სიახლეები
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება -კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე
ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი "შვილები", აკაცუკები მოენახულებინა -კახა კალაძე
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი -შალვა პაპუაშვილი
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე
ვაცხადებ, რომ "ვარდების რევოლუციის" კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი
4 ოქტომბერს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, დამარცხდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გადატრიალებას და 90-იან წლებში დაბრუნებას აპირებდა -შალვა პაპუაშვილი
პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე-ირაკლი კობახიძე
არ არსებობს დამხობა, სრული აფერა იყო, დროშაში გაბუდნული იდიოტები დადიოდნენ და ხალხს აბოლებდნენ, რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ სხვა მუხლით -თამარ ჩერგოლეიშვილი
ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი