17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

 

საყვარელი ადამიანი ქორწინების საკითხებისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ შეიძლება შოკში ჩააგდოს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უკან არ დაიხიოთ და საკუთარი პოზიცია დაიცვათ. ეცადეთ საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება მეგობრების, ახლობლების და ოჯახის წევრების დახმარებაზე გადაიტანოთ - მათ თქვენი დახმარების იმედი აქვთ. პრობლემების არ შეგეშინდეთ — თქვენ მათ აუცილებლად დაძლევთ. გულთან ნუ მიიტანთ უსიამოვნო ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ამ დღეს მოისმინოთ. გახსოვდეთ, რომ დაავადებების უმეტესობას ნერვიულობა იწვევს.


კურო

 

გეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი ნაკლებ ყურადღებას გაქცევთ? გამორიცხული არ არის, რომ ეს ძველი წყენის შედეგია. პარტნიორთან არასტაბილური ურთიერთობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს, ამიტომ ეცადეთ ურთიერთობაში წარმოქმნილი გაუგებრობა დროულად მოაგვაროთ. თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს პროფესიული ზრდა ახალ პერსპექტივებს მოუტანს. იქნებ დადგა დრო, რომ ნიჭიერი დამხმარე იპოვოთ, ვისაც პასუხისმგებლობას გაუნაწილებთ. თქვენი ნიშნის ზოგი წარმომადგენელი ფულს ჰაერიდანაც კი აკეთებს. დროა გაარკვიოთ, მათ შორის ხართ თუ არა! მოერიდეთ ბასრ და მჭრელ საგნებს — სატურნისა და მარსის საშიში კომბინაცია საყოფაცხოვრებო ტრავმის ალბათობას არ გამორიცხავს.

 

ტყუპები

 

დღეს სასიყვარულო საქმეებში ყველაფერი ძალიან იოლად გამოგივათ და ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ყურადღებას ნუ მოადუნებთ - ბედი მალე კვლავ გამძლეობის გამოცდას მოგიწყობთ. მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები ახლობლებთან ურთიერთობაში, თუმცა ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ.

სავარაუდოდ, ახალი, საინტერესო იდეები მომავალში დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

ეცადეთ უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ და ფული გონივრულად მოიხმაროთ.

თუ ამინდი ხელს გიწყობთ, სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნეთ.

 

კირჩხიბი

 

გულს ნუ გაიტეხთ - ხანმოკლე ფლირტი მალე დაგავიწყდებათ, ნამდვილი სიყვარული კი ჯერ კიდევ წინ გელით! ოჯახში ურთიერთობები ჰარმონიული და სიხარულით სავსეა.

ყურადღებით მოუსმინეთ იმ ადამიანების რჩევებსა და აზრს, რომლებმაც თავიანთ სფეროში წარმატებებს მიაღწიეს. თუ რისკების სწორად შეფასებას შეძლებთ, ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ.

 

ლომი

 

მიმდინარე საქმეებს ისე კარგად გაუმკლავდებით, როგორც არასდროს.

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, შესაძლოა პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე მოგვარდება.

შესაძლოა, მატერიალური შემოსავლის გასაზრდელად დიდ დროს ხარჯავთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ყურადღება ახლობლებსაც სჭირდებათ!

 

ქალწული

 

ამ დღეს თქვენი ოპტიმიზმით და სიცოცხლის სიყვარულით ყველას მოხიბლავთ! შედეგად, უამრავ თაყვანისმცემელს შეიძენთ.

თუ სამსახურში სამეებს მარტო ვერ უმკლავდებით, თამამად შეგიძლიათ, საქმე კოლეგებს გაუნაწილოთ. სასურველია, რომ დაოჯახებულმა ქალწულებმა დღის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმონ.

დროა თქვენი დროის გონივრული განაწილება ისწავლოთ.

იმ ქალწულებს, ვინც ალკოჰოლის მოხმარებაში ზომიერებას არ იცავს, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

 

სასწორი

 

დაგროვილი პრობლემების ერთიანად გადაჭრის მცდელობა წარუმატებელი იქნება - აჩქარება და ინფორმაციის ნაკლებობა ხელს შეგიშლით. თავში უამრავი პერსპექტიული იდეა გიტრიალებთ, რომლებიც ხელმძღვანელობას მოეწონება. ამიტომ სასურველი შედეგის მისაღებად, ისინი აუცილებლად უნდა გააჟღეროთ.

დღის პირველი ნახევარი ფინანსურ წარმატებასა და შემოსავლების ზრდას გპირდებათ.

ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ კვებას - ზედმეტად მძიმე საკვებმა შეიძლება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს.

თავისუფალი დრო უმჯობესია ოჯახურ გარემოში ან საყვარელ ადამიანთან რომანტიკულ ატმოსფეროში გაატაროთ.

 

მორიელი

 

ამ დღეს თქვენი სასიყვარულო საქმეები პროფესიულ საქმიანობაზეც აისახება, რაც კოლეგებთან ურთიერთობებში ცვლილებებს გამოიწვევს.

ეცადეთ, გარშემო მყოფებს ზედმეტად ბევრი რჩევებით თავი არ მოაბეზროთ და პირიქით, მათი აზრი გაითვალისწინოთ.

თუ უფროსთან მნიშვნელოვან საუბარს გეგმავთ, კვირის ბოლოსთვის ნუ გადადებთ.

ეცადეთ, თქვენი შემოსავლები და ხარჯები რეალურად შეაფასოთ და ფული უფრო მომჭირნედ ხარჯოთ.


მშვილდოსანი

 

ნუ დაგავიწყდებათ თქვენი გრძნობების გამოხატვა და აზრების გულწრფელად გაზიარება პარტნიორთან, რათა ურთიერთობაში საიდუმლო აღარ დარჩეს. საყვარელი ადამიანი სასიამოვნო ემოციებს მოგანიჭებთ და შეიძლება სიურპრიზიც გაგიკეთოთ.

სატურნისა და იუპიტერის ზემოქმედებით ფინანსური და კარიერული ზრდის შანსი გაქვთ, თუმცა წარმატება ნუ გაგათამამებთ - გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა.

შეიძინეთ მეტი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით, ყვითელი ფერის. ღორის ხორცი და ცხიმიანი ძეხვეული ჩაანაცვლეთ საქონლის ან ქათმის ხორცით — ეს ქოლესტერინის დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

 

თხის რქა

 

მარტოხელა თუ ხართ, შეიძლება სიყვარული გეწვიოთ, მაგრამ გრძნობების გამხელას ნუ იჩქარებთ - დაელოდეთ და დააკვირდით, მოვლენები როგორ განვითარდება.

პიროვნული თვისებები დაგეხმარებათ, რომ სახლში თბილი ატმოსფერო და ფინანსური სტაბილურობა შექმნათ. ნურაფერს დაგეგმავთ, სანამ მიმდინარე საქმეებს არ დაასრულებთ. ეცადეთ, პირადი ინიციატივებისგან თავი შეიკავოთ და პრობლემები მათი წარმოშობისთანავე გადაჭრათ.

არსებობს შანსი, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ.

ხელსაყრელი დღეა ხალხური მედიცინის მეთოდებით მკურნალობისთვის.

 

მერწყული

 

ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზი გელით — ეს შეიძლება გრძნობების აღიარება ან მოულოდნელი საჩუქარი იყოს, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემები, მაგრამ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, გრძელვადიანი გეგმების შესადგენად და შეხვედრების ჩასატარებლად. ნებისმიერი წამოწყება, თუნდაც ავანტიურისტული, დროთა განმავლობაში მოგებას მოიტანს. შესაძლოა, მეგობარს ან ნათესავს თქვენი დახმარება დასჭირდეს და უარს ნუ ეტყვით.

 

თევზები

 

თუ საკუთარ გრძნობებში ან საყვარელი ადამიანის გულწრფელობაში ეჭვი გეპარებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა დრომ უნდა გამოცადოს.

ცვლილებები გაშინებთ, თუმცა მალე მიხვდებით, რომ ისინი მხოლოდ უკეთესობისკენაა.

ეს დღე აქტიურობას არ უწყობს ხელს, თუმცა საჭიროა რამდენიმე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. შესაძლოა, პროექტიდან, რომელშიც რამდენიმე თვის წინ ფული ჩადეთ, ფინანსური სარგებელი მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მიღებული შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროთ.

ბოლო დროს დაღლილობას და სისუსტეს ხშირად გრძნობთ, ამიტომ დასვენებასა და ენერგიის აღდგენაზე უნდა იზრუნოთ.





მსგავსი სიახლეები
18 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი - თამაზ თამაზაშვილი
19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება -თბილისის მერია
17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამბიციური ამოცანა უნდა გვქონდეს, რომ საქართველოში ქართველმა სტუდენტმა შეძლოს ისეთივე ხარისხის განათლების მიღება, როგორსაც ახერხებს განვითარებულ ქვეყნებში -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, უნივერსიტეტებში არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს-ირაკლი კობახიძე
გვინდა, დავამკვიდროთ პრინციპი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას-ირაკლი კობახიძე
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება -ირაკლი კობახიძე
"არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე "არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა"-მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია
ცესკომ მორიგი საერთაშორისო ISO 9001:2015 სერტიფიკატი მოიპოვა
„ამბავი უცნობი გმირისა''- ეროვნულ ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს, ურთიერთსიძულვილით, ღვარძლით ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ -მეუფე შიო მუჯირი
ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ -შალვა პაპუაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს
10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ
ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით, მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ ჩვენი მხრიდან – კახა კალაძე აქციის დროს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე