4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს -ცესკო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ორგანიზაციის, „ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, EPDE-ის მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლების „ფეიკ დამკვირვებლებად“ მიჩნევა, შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაეცნო „ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნია „ფეიკ დამკვირვებლებად“. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღნიშნული შეფასება ცალსახად შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებს ცესკო-ს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ: ყველა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც იმყოფებოდა საქართველოში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, დარეგისტრირდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; მათი მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კარგ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს პროფესიულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას; აღნიშნული პირები არ ასრულებდნენ პოლიტიკური ან ლობისტური ხასიათის საქმიანობებს და მათი მონაწილეობა მთლიანად მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცესის პროფესიულ შეფასებას, ასეთის სურვილის შემთხვევაში.

შესაბამისად, EPDE-ს მიერ მათ მიმართ გამოყენებული ტერმინი „ფეიკ დამკვირვებელი“ წარმოადგენს ობიექტურობის პრინციპის უხეშ დარღვევას, ზიანს აყენებს როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე იმ ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუტების ავტორიტეტს, რომელთა წარმომადგენლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცესკო მოუწოდებს EPDE-ს, საჯაროდ განმარტოს, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნული შეფასებები.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კარგი საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა არ მოითხოვს დამკვირვებლად რეგისტრაციისას ამა თუ იმ პირის პროფესიის, განათლების, საქმიანობისა თუ საარჩევნო გამოცდილების შესწავლას ან/და არ განსაზღვრავს სპეციალურ პროფესიულ მოთხოვნებს ან კვალიფიკაციას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ, ეს საკითხი სხვადასხვა დამკვირვებლებთან მიმართებით მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ამავდროულად, საინტერესოა, რატომ მოიხსენიებს EPDE კონსტიტუციური ორგანოების – საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს „ფეიკ დამკვირვებლებად, როცა მათ არცერთ განცხადებაში გარდა პროცედურული და ტექნიკური შეფასებისა, არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები, ან თუნდაც მინიშნება არ ყოფილა. უფრო მეტიც, ორგანიზაციის დასკვნაში მოხსენიებული პირების ნაწილს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. გამოდის, რომ ეს პირები „ფეიკ დამკვირვებლებად“ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოიხსენიეს, რომ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ არჩევნებს. ამას გარდა, გაუგებარია, ქვეყანაში ვიზიტით მყოფი 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 40-მდე დელეგატიდან, მხოლოდ რამდენიმეზე რა ნიშნით და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამახვილდა ყურადღება.

ამასთან,, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თუ სხვა ინსტიტუციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებდა სადამკვირვებლო საქმიანობას და ამ ფორმატში რაიმე ტიპის შეფასებისა თუ განცხადების გაკეთებაც მათივე უფლება იყო. შესაბამისად, გაკეთებული განცხადებების გამო, დადებითი იყო ეს თუ კრიტიკული,  მათი „ფეიკ დამკვირვებლებად“ მოხსენიება იმდენად უსაფუძვლოა, რომ  ეს პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ ამ პირების და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად, ისევე როგორც ამ პირებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არის საქართველოში 4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარებული არჩევნების გადაფარვისა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მისი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. მით უფრო იმ ორგანიზაციისგან, რომელიც საერთოდ არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ არჩევნებზე დამკვირვებლად.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ EPDE-ს ერთ-ერთ წევრ ორგანიზაციას წარმოადგენს ISFED-ი, ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები საზოგადოებას მანიპულაციურად წარუდგინა. სწორედ ამ ფაქტის შედეგად გათავისუფლდა ISFED-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს, არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობს EPDE-ში. მიუხედავად აღნიშნული პრეცედენტისა, კვლავაც დაფიქსირდა პარალელური დათვლის შედეგების სანდოობის პრობლემები 2024 წლის არჩევნების დროსაც. ამჯერად ინფორმაცია ისე გავრცელდა, რომ მონაცემები ემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა თავად შედეგები არ გამოქვეყნებულა. აღნიშნული გარემოებები ბუნებრივია კითხვებს აჩენს EPDE-ს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? -კახა კალაძე
მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას -ირაკლი კობახიძე
ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი "შვილები" დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე
4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს -ცესკო
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება -კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე
ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი "შვილები", აკაცუკები მოენახულებინა -კახა კალაძე
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი -შალვა პაპუაშვილი
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე
ვაცხადებ, რომ "ვარდების რევოლუციის" კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი