ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი "შვილები" დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელს არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ გააჩნია - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ შეაფასა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საპროტესტო აქციაზე მისვლა.

კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საპროტესტო აქციაზე და ახალისებს პროცესებს.

„ჩვენ ვიცით, ვინ აფინანსებს, საიდან იმართება, ქვეყნის შიგნით არსებული პროცესები. მათ თავიანთი პატრონები და დავალების მიმცემები ჰყავთ. ჩამოვიდა ეუთო-ს თავმჯდომარე და ნახა თავისი „შვილები" როგორ ასრულებენ დავალებას. რაც შეეხება უშუალოდ მის ქმედებას, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ძალადობრივი დაჯგუფების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ მოწყობილ აქციაზე მიდის. ის პირდაპირ ახალისებს მათ და ეს ძალიან მძიმეა.

ჩვენი უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნულ ფაქტზე განმარტებები უკვე გააკეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელთან ცალმხრივი ურთიერთობის რეჟიმში ვრჩებით. მათი ქმდებები, რასაც საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, ძალიან მძიმეა. არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ აქვთ. ჩვენ ხომ ვიცით, რისთვის სჭირდებოდათ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ და მოიხსენიონ ისე, როგორც სათამაშო, რასაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრიც ამბობდა, რომ საქართველო, თურმე ევროპელების და ზოგადად უცხოელებისთვის კარგი სათამაშო ყოფილა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? -კახა კალაძე
მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას -ირაკლი კობახიძე
ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი "შვილები" დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე
4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს -ცესკო
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება -კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე
ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი "შვილები", აკაცუკები მოენახულებინა -კახა კალაძე
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი -შალვა პაპუაშვილი
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე
ვაცხადებ, რომ "ვარდების რევოლუციის" კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი