ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია -ირაკლი კობახიძე


მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება  და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები ჩვენს ძვირფას ვეტერანებს. მინდა, თითოეულ ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა იმ შეუფასებელი წვლილისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში მიგიძღვით. დღეს ჩვენ ასევე ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენი გმირი მებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის. ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება  და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ეს არის ჩვენი ვალი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში არაფერი დაიშურეს. ამ პოლიტიკის შედეგები კონკრეტულ რიცხვებსა და ფაქტებშია გამოხატული: მხოლოდ მიმდინარე წელს 5 500-ზე მეტი ვეტერანის სამედიცინო მკურნალობა დაფინანსდა, 3 500-მდე სტუდენტს - ვეტერანთა შვილებს - სახელმწიფომ სწავლის საფასური დაუფარა. „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში ვეტერანებს ვეხმარებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში; მათი მონაწილეობით იქმნება ფერმერთა ასოციაციები; მათი სახელით ჩვენი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე იმარჯვებენ. რა თქმა უნდა, ყველა ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, რომელიც სოციალურ, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და დაღუპულ მეომართა უკვდავყოფის პროგრამებს ახორციელებს. ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ კობა კობალაძეს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს.მოხარული ვარ, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლება მარტო არ არის. განსაკუთრებით აღსანიშნავია კერძო სექტორის, სამედიცინო კლინიკებისა და საქველმოქმედო ფონდების როლი, რომლებიც უანგაროდ დგანან ჩვენი ვეტერანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშიც. ეს თანადგომა ფასდაუდებელია", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 





მსგავსი სიახლეები
პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? -კახა კალაძე
მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას -ირაკლი კობახიძე
ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი "შვილები" დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე
4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს -ცესკო
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს
რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება -კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე
ეუთო-ს თავმჯდომარე ჩამოვიდა, რომ რუსთაველზე მდგარი საკუთარი "შვილები", აკაცუკები მოენახულებინა -კახა კალაძე
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? ყველამ შესძახა - კი -შალვა პაპუაშვილი
ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისა და ნებისმიერი სტუმრისთვის -ირაკლი კობახიძე
ცესკო-მ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაჯამა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს ბედი აღარასდროს გადაწყდება ქუჩაში და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე -ვლადიმერ ბოჟაძე
ვაცხადებ, რომ "ვარდების რევოლუციის" კოპირება არ გამოვა-მიხეილ სააკაშვილი