,,ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს 2 მილიარდს სთხოვდა. ღარიბაშვილმა მას გრაფიკის შედგენა სთხოვა, რათა ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ეს თანხ''- ანა წითლიძე

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს 2 მილიარდს სთხოვდა. ღარიბაშვილმა მას გრაფიკის შედგენა სთხოვა, რათა ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ეს თანხა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წითლიძის თქმით, ღარიბაშვილს გუშინდელ დღემდე ეგონა, რომ ივანიშვილთან დაალაგებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ეს ვერ მოახერხა.

„მთელს ამ პროცესში ღარიბაშვილს ჯერ კიდევ ბოლო დღეებამდე ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაალაგებდა და ცდილობდა მასთან დალაგებას. დალაგება გულისხმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მას სთხოვდა კონკრეტულ თანხას. ჩვენი ინფორმაციით, ეს კონკრეტული თანხა იყო 2 მილიარდამდე. ღარიბაშვილი ეუბნებოდა, რომ ამდენი თანხა მას არ ჰქონდა, ის გადაიხდიდა ამ თანხას აუცილებლად, მაგრამ ითხოვდა გრაფიკის შედგენას და ამ თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდას.

საბოლოოდ, ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. აქ იმხელა თანხებზეა საუბარი და ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში ცნობილი იყო, როგორც ადამიანი, რომელიც გაუმაძღარი იყო კორუფციაში, 2 მილიარდის მოპარვა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკისთვის საერთოდ არაფერი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან ვერაფერი ვერ დაალაგა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვარაუდით, მას შემდეგ, რაც გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს დააკავებს, დაკავებულთა წრე კიდევ უფრო გაიზრდება და ნებისმიერი პირი შეიძლება აღმოჩნდეს პატიმრობაში, ვინც ყოფილ მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული.

„ისრების გადატანა ყოფილ თანაგუნდელებზე და 4 ოქტომბერზე მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აწყობს იმიტომ, რომ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაკავება, მათ ჟარგონზე რომ ვთქვა, უნდა „გააპრავოს“ თავის მომხრეებში. ეს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ვიღაცები არ იყვნენ ამ პარტიაში. 2012-იდან დღემდე მთელი პარტიული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კონკრეტული ადამიანები, დამოკიდებული არიან ამ ხალხზე. ვინც პარტიული იერარქია იცის, ის ზუსტად ხვდება, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ 70%-ზე მეტი ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან უფრო არის ბუნებრივად დაკავშირებული იმიტომ, რომ 12 წელი ამ ადამიანებთან გამოიარეს ეს ყველაფერი. კობახიძე მათთვის არის უცხო სხეული. კობახიძე ახლა თავისი იერარქიის გამყარებას ცდილობს და დარწმუნებული ვარ, დაკავებულების წრე კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ღარიბაშვილ-ლილუაშვილის დაკავებით ეს წრე ქვედა რგოლებამდე უნდა ჩავიდეს. ნებისმიერი შეიძლება დააკავონ, ვინც დაკავშირებულია ამ ადამიანებთან და ასეთი ძალიან ბევრია „ქართულ ოცნებაში”.

კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის მზეს ფიცულობდნენ, რაღაცით უნდა აუხსნას, რატომ გახდა საჭირო, ღმერთი რომ ეგონათ, ისეთი ადამიანების დაკავება. ამათ რომ უთხრან, რომ კორუფციაში არიან გარეული, ეს ამათთვის (მხარდამჭერებისთვის) არგუმენტი არ არის, „ქართულ ოცნებაში“ ყველა კორუფციაშია გარეული და ეს ძალიან კარგად იციან. ამათთვის მესიჯი უნდა იყოს, - „აი, „ნაცებთან“ გვიღალატეს“ - ეს იქნება მესიჯი, რითაც გადახარშავენ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერას, ამას აკეთებს ახლა კობახიძე და ამას ჰყვება მთელი ნარატივი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.





მსგავსი სიახლეები
წლებია, ვამბობდით, რომ ივანიშვილის მთელი კოლექტივი კორუმპირებული იყო, ეს გახლავთ შიდა კლანური დაპირისპირების გამოხატულება, ასეთია ყველა "ქოცის" ბედი მომავალში -ირაკლი ფავლენიშვილი
საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შევა-ირაკლი ქადაგიშვილი
კორუფციასთან ბრძოლისას თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა, არავითარი დანდობა, რადგან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული-გია ვოლსკი
ანიტა ჰიპერი 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს -შალვა პაპუაშვილი
,,ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს 2 მილიარდს სთხოვდა. ღარიბაშვილმა მას გრაფიკის შედგენა სთხოვა, რათა ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ეს თანხ''- ანა წითლიძე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს
მადლობა სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს მართლწესრიგის მაღალი სტანდარტით დაცვისთვის -გეკა გელაძე
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", გააუქმოს "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა დემოკრატიული პარტიების აკრძალვის განზრახვა, დააწესოს თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის-"ევროპის სახალხო პარტია"
პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? -კახა კალაძე
მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას -ირაკლი კობახიძე
ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი "შვილები" დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე
4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს -ცესკო
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს