საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შევა-ირაკლი ქადაგიშვილი

პარტიების ყოფნა-არყოფნის საკითხს არა რომელიმე კონკრეტული პარტია, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მსჯელობის შედეგად დადგება.

 

„სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შევა. შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა და გადაწყვეტილების საკითხი იქნება, თუ რა ვერდიქტს გამოიტანს. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს დიქტატურასთან დაკავშირებით, დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაზე მათ თვითონ თქვეს უარი, თვითონ აირჩიეს რევოლუციის, დამხობის, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისა და ქვეყნის ამოტრიალების პოლიტიკა. დიქტატურაზე კი არ უნდა ილაპარაკონ,  უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი ქმედებების განმახორციელებელ პარტიებზე კანონი იმაზე უფრო მკაცრად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ ვმოქმედებთ.  „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის კონსტიტუციისა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი ტიპის პარტიებზე  მათი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება. თუმცა ამას არა რომელიმე პარტია, არამედ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეუბნება „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მხარდამჭერებს, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია მხარდამჭერებს სპეკულაციებისთვის იყენებს.

 

„ერთია, როდესაც ხალხი მხარს გიჭერს და მეორე, როდესაც ხალხის მხარდაჭერას თავადვე უგულებელყოფ. ხალხმა ბოლო არჩევნებზე მხარი რომ დაუჭირა, რა ქნეს, შევიდნენ პარლამენტში? მათ ხალხის მხარდაჭერა ნაგვის ყუთში მოისროლეს. ამიტომ, ხალხის მხარდაჭერით სპეკულირება არ შეიძლება. როდესაც მხარდაჭერას, დემოკრატიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების ნაცვლად, ანტიკონსტიტუციური ქმედებებისათვის იყენებ, ხალხს ნუღარ ამოეფარებით. საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგეთ, ხალხს 90-იანი წლების ქაოსში დაბრუნება არ უნდა. გამოგეყენებინათ მანდატი, რომელიც ხალხმა მოგცათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
წლებია, ვამბობდით, რომ ივანიშვილის მთელი კოლექტივი კორუმპირებული იყო, ეს გახლავთ შიდა კლანური დაპირისპირების გამოხატულება, ასეთია ყველა "ქოცის" ბედი მომავალში -ირაკლი ფავლენიშვილი
საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შევა-ირაკლი ქადაგიშვილი
კორუფციასთან ბრძოლისას თუ გამოვლენილია ყოფილი ან დღევანდელი თანაგუნდელი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაა, არავითარი დანდობა, რადგან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული-გია ვოლსკი
ანიტა ჰიპერი 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს -შალვა პაპუაშვილი
,,ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს 2 მილიარდს სთხოვდა. ღარიბაშვილმა მას გრაფიკის შედგენა სთხოვა, რათა ნაწილ-ნაწილ გადაეხადა ეს თანხ''- ანა წითლიძე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს
მადლობა სამართალდამცველებს 4 ოქტომბერს მართლწესრიგის მაღალი სტანდარტით დაცვისთვის -გეკა გელაძე
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", გააუქმოს "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა დემოკრატიული პარტიების აკრძალვის განზრახვა, დააწესოს თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის-"ევროპის სახალხო პარტია"
პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა - დაკავების ფორმას რაც შეეხება, აბა, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? -კახა კალაძე
მშვიდობის შენარჩუნებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, ჩვენ განუხრელად ვირჩევთ სწორედ ამ გზას -ირაკლი კობახიძე
ვეტერანების ღვაწლის დაფასება, ქვეყნის წინსვლისთვის ვეტერანების უნიკალური გამოცდილების გამოყენება და ამასთანავე, მათი სოციალური დაცვა ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია -ირაკლი კობახიძე
ეუთო-ს თავმჯდომარემ ნახა, როგორ ასრულებენ მისი "შვილები" დავალებას, შეურაცხმყოფელია, როცა მსგავსი თანამდებობის პირი ძალადობრივი დაჯგუფების აქციას ახალისებს -კახა კალაძე
4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უცხოელი დამკვირვებლის მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ ან ლობისტურ საქმიანობებს -ცესკო
არის 500 უცხოელი აგენტი, რომელიც მოქმედებს დაფინანსებით, გარე დავალებით, ყველას მოუწევს დაემორჩილოს კანონმდებლობას, კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთ -ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
როცა 50 ადამიანი, ყოველდღიურად, 1 წლის განმავლობაში კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ეს არის უდიდესი უმცირესობის ძალადობა უდიდეს უმრავლესობაზე და ხელისუფლება ამაზე თვალს ვერ დახუჭავს -პრემიერი
არ ვიცი, თუ კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მეპატიჟება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მე არ ვაპირებ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის არც ფინეთში -ირაკლი კობახიძე
ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა, თბილისშიც უნდა შეიქმნას ახალი ინფრასტრუქტურა რუსთავის მიმართულებით, ან ქალაქ რუსთავში-ირაკლი კობახიძე
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმად, ცალკეულ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ
საქართველოს საგარეო უწყება ელინა ვალტონენის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ეუთო-ს სამდივნოს, მონაწილე ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართავს