18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული რამდენიმე ადამიანი გათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბა ხომერიკი, გელა გამყრელიძე და ნინო სვანიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ნინო სვანიძეს 5 დღიანი, ხოლო საბა ხომერიკს 8 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. რაც შეეხება, გელა გამყრელიძეს, ის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 აგვისტოს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

„მე არ ვიცოდი, თუ მე კანონს ვარღვევდი, პოლიციის მანქანას ჰქონდა გზა გადაკეტილი. მივედი ლენტთან, სადაც ხალხის მასა იყო, გზაზე გავედი, ხალხის ნაკადში 20 წუთით.

მე არანაირი პროტესტი არ მქონდა და არც ახლა მაქვს. იქ მოვხვდი, მე იქ გზა დამხვდა გადაკეტილი. პოლიციის მანქანას ჰქონდა გადაკეტილი, შემდეგ ლენტი იყო გავლებული. ცნობისმოყვარეობის გამო გავჩერდი იქ“,- განაცხადა სხდომაზე, გელა გამყრელიძემ.

ასევე, მოსამართლემ ცალკე წარმოებად გამოყო ვახტანგ მაჭავარიანის საქმე, ვინაიდან მან სასამართლო პროცესზე გააჟღერა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მოსამართლემ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად გარკვეული დრო განუსაზღვრა. ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

რაც შეეხება სხვა პირთა ადმინისტრაციულ საქმეებს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დაკავებული გიორგი ყიასაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სახის დაფარვის გამო. ასევე, ლაშა ნაჭყებიას 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.





მსგავსი სიახლეები
,,ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე'' - შსს განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი-სუს-ი
ბოლო 24 საათში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა-გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე "საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის" ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კახეთში ერთი პირი დააკავეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
პენიტენციური სამსახური მედიაში ბრალდებული კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 14 პირია დაკავებული -ვაჟა სირაძე
„რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის-იუსტიციის სამინისტრო
სასამართლომ ქეთა ციცქიშვილს ხუთდღიანი, თეიმურაზ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს ექვსდღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა - მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს
სასამართლომ 18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული რამდენიმე ადამიანი გათავისუფლეს
"დღეს, შსს-მ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ" - ალექსანდრე დარახველიძე