იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა-შალვა პაპუაშვილი

 

გერმანიის მოქმედმა ელჩმა, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობებს შორის ხიდის როლს ასრულებდეს, აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის. ეს სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

„მისი მხრიდან ვხედავდით თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, მხარდაჭერას რადიკალური ჯგუფების მიმართ, რაც სამწუხარო იყო. სხვა დროსაც ვთქვი, რომ 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი იქნა გაწვეული. დანარჩენზე სიღრმეებში აღარ შევალ. ჩვენი პოზიციები ცნობილია, მათ შორის გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს და იმავე პოზიციებზე ვრჩებით. ამ პოზიციების არგუმენტები გვაქვს. ჩვენ კი არა, მთელი საზოგადოება ხედავდა ამ ყველაფერს. ამიტომ დეტალებს, განცხადებებს დიდად არ ჩავუღრმავდებოდი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს არის სიგნალი, მოხდეს გადააზრება. მნიშვნელოვანია, ელჩი ასრულებდეს ხიდის და არა კედლის როლს. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ელჩისთვის უნდა იყოს კარგი მაგალითი, რათა დარჩნენ საკუთარი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, იზრუნონ იმაზე, რომ მათ წარმოდგენილ ქვეყანასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის იყვნენ ხიდი და არა კედელი. იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ და გააანალიზეს, რომ მოქმედი ელჩის აქ საქმიანობით მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ
ევროკომისია მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის -კაია კალასი
პარლამენტში შესვლის საკითხი ჩვენთვის ამოწურულია-გრიგოლ გეგელია
მუნიციპალური არჩევნების და "მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები-გიორგი გახარია
"ტემუდან" გამოწერილმა ჩინურმა "ქოცებმა", გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება, რეჟიმს პირი მობანონ, ძალიან კარგი პროცესია, ყველა ნაძირალას სახეს ახევს -ანი წითლიძე
იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა-შალვა პაპუაშვილი
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი -მარტა კოსი
ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
"ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით" – სოზარ სუბარი
ირაკლი კობახიძე - მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ
,, განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები''-პრემიერი
პრემიერი - თუ თსუ-ში 2-3 ათასია A კატეგორიის პროფესორების ანაზღაურება, ეს ანაზღაურება უნდა იყოს მინიმუმ 10 ათასი ლარი იმისათვის, რომ სტიმული ჰქონდეს პროფესორს, იმუშაოს უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე და საკუთარი თავი მიუძღვნას ბოლომდე სწავლებას და ასევე -კვლევას
პრემიერი - ქვეყანაში დიპლომი გაიცემა სახელმწიფოს პასუხისმგებლობით, მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი გასცემს მას, თუ კერძო უნივერსიტეტი, შესაბამისად, რადგან სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მას აქვს ამოცანა, ყველა უნივერსიტეტში უზრუნველყო
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს
ტელეკომპანია „ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Spiegel - გერმანიის ელჩის გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციაა
გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
,,ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, როდესაც ასეთ ვიდეოს აფინანსებს''- ეკა სეფაშვილი