
დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც გახარია წერს, ახლა ყველამ ერთად უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.
„2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია. ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – წერს გიორგი გახარია.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
მსგავსი სიახლეები



















