საქართველოსთვის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - აშშ -საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს - 1 080.5 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 658.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი - 543.1 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან აშშ - 2 060.0 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი - 2 027.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი - 1 430.6 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 003.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 276.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 200.7 მლნ. აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 805.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 972.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 510.7 მლნ. აშშ დოლარით.

 

 





მსგავსი სიახლეები
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად"-ალი ასადოვი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა -პრემიერი
საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -ირაკლი კობახიძე
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025" გაიხსნა
გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი
Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე -ირაკლი კობახიძე
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას -მარიამ ქვრივიშვილი
ინდური კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედი" დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს