"ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება"-"ენგურჰესი"

ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა „ენგურჰესი" დააზიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ „ენგურჰესის" განცხადებაშია ნათქვამი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ 22 სექტემბერს სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსულმა უხვმა ნალექმა და ღვარცოფმა გარკვეულწილად დააზიანა „ენგურჰესის" მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, საწარმოს ფუნქციონირებასა და მის საიმედოობაზე.

შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ „ენგურჰესი" გამართულად და საიმედოდ მუშაობს, საწარმო ერთიან ქსელში ჩართულია და ელექტროენერგიის გამომუშავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება"-"ენგურჰესი"
ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება, ადამიანად, რომელიც პირადი ინტერესების საფუძველზე მზად არის, ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ მანიპულაციებად აქციოს -ლევან მახაშვილი
საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ-ქსავიე ბატელი
საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია-ელინა ვალტონენი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
პარტიების აკრძალვა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, პირდაპირ ურტყამს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ საქართველო მულტიპარტიული დემოკრატიაა -თაზო დათუნაშვილი
ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ -ირაკლი კობახიძე
ევროპა ომის მომხრე ფსიქოზითაა შეპყრობილი - ვიქტორ ორბანი
სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემურია სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის, ამ კუთხით შესაცვლელია მდგომარეობა-ირაკლი კობახიძე
ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი - „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ოქტომბერს
თუ იმ რაოდენობის ადამიანი არ შეგროვდება, რომ ქუჩის გადაკეტვას შეძლებენ, ამის საშუალება არ მიეცემათ - იქნება კანონის აღსრულება! -თენგიზ შარმანაშვილი
"ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა''- შს მინისტრი
არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება -მიხეილ ყაველაშვილი