
როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს არ უნდა შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ამიტომ, ეს აძლევთ იმის თამამად მტკიცების შესაძლებლობას დღეს, რომ უვიზო მიმოსვლას, მთლიანად მოსახლეობისთვის, არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„მე ვიყავი თქვენს ეთერში მაშინაც, როდესაც 31 აგვისტო დაანონსდა ერთ-ერთ ასეთ თარიღად და თურმე პირველი სექტემბრიდან ვეღარავინ წავიდოდა ევროპაში. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს ის სიყალბე, როგორ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის ტერორიზებას, ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ყოფნას, რომ ვაიმე და ხვალ დაიქცევა ქვეყანა. არაფერი არ მოხდა, პირველი სექტემბერიც მოვიდა, გაგრძელდა ნორმალურად ცხოვრება. მათ შორის, ვისაც სურვილი ჰქონდა, კვლავ მოგზაურობს ევროპაში. რატომ? იმიტომ, რომ ის ანგარიში, რაც ჩვენ წარვუდგინეთ, მათ შორის, ევროკომისიას, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის სისტემისთვის, არის გამართული და საქართველო თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ რაიმე საფრთხე ევროკავშირს არ შეექმნას საქართველოს მხრიდან. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ 31-მა აგვისტომაც გადაიარა და ჩვეულებრივ აგრძელებს ქვეყანა ფუნქციონირებას“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მექანიზმების გამარტივებას, ლევან მახაშვილის თქმით, ახალი წესებით საუბარია გარკვეულ ჯგუფებზე და არა ქვეყანაზე.
„როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს არ უნდა შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ამიტომ, ეს გვაძლევს იმის თამამად მტკიცების შესაძლებლობას დღეს ყოველ შემთხვევაში, რომ უვიზო მიმოსვლას, მთლიანად მოსახლეობისთვის, არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მსგავსი სიახლეები



















