„განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური და აზრს მოკლებულია'' - გივი მიქანაძე

 

,,რამდენიმე დღეა, ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული პირები აჟღერებენ სრულიად უსაფუძვლო, აბსურდულ ბრალდებებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად მიუღებელია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც თავის დროზე განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის არაფერი გაუკეთებიათ,” - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი არგუმენტაცია და მათი განცხადებები წარმოადგენს პროვოკაციას, რომელიც საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ფაქტი არის ერთი - კონცეფცია წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ. ეს არის გზა, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ყველაფერი ისე, რომ სისტემა პირველ რიგში მოვარგოთ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. მზად ვართ, შესაბამის ფოკუს ჯგუფებთან განვიხილოთ ეს საკითხები. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ. უახლოეს დღეებში დავაორგანიზებთ შეხვედრებს, მოვისმენთ  ნებისმიერი ჯანსაღ პოზიციას, კრიტიკულ აზრს. მთავარია, ეს იყოს  კონსტრუქციული ხასიათის და შესაბამისი არგუმენტებით გამყარებული. ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური, აზრს მოკლებული განცხადებები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი და მათ მიზანს მხოლოდ სისტემის განვითარების ხელშეშლა წარმოადგენს. განხილვების საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. ამის შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს კონცეფციას, რომელიც საფუძვლად დაედება რეფორმის განხორციელებას,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია მოიცავს სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს, რომელიც შვიდ ძირითად  მიმართულებას მოიცავს.

„შვიდივე მიმართულებით შევუმუშავეთ  საპასუხო ნაბიჯები, რაც ვთვლით, რომ სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება. დასახული ამოცანების შესრულება მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტს დაუახლოვდეს,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.





მსგავსი სიახლეები
,,ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებს, როგორც ხელისუფლებას, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება''- მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა
,,გახარიას პარტია არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც სხვა სივრცეში საინტერესო ნამდვილად არ არის. ვნახეთ, რომ საკრებულოში ბარიერიც ვერ გადალახეს''- რატი იონათამიშვილი
,, მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა''- მიხეილ სააკაშვილი
„განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური და აზრს მოკლებულია'' - გივი მიქანაძე
,,როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს''- ლევან მახაშვილი
,,ყველა ახალ რეფორმას ოპოზიცია რუსულს უწოდებს''- ლევან მაჭავარიანი
კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ
ევროკომისია მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის -კაია კალასი
პარლამენტში შესვლის საკითხი ჩვენთვის ამოწურულია-გრიგოლ გეგელია
მუნიციპალური არჩევნების და "მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები-გიორგი გახარია
"ტემუდან" გამოწერილმა ჩინურმა "ქოცებმა", გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება, რეჟიმს პირი მობანონ, ძალიან კარგი პროცესია, ყველა ნაძირალას სახეს ახევს -ანი წითლიძე
იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა-შალვა პაპუაშვილი
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი -მარტა კოსი
ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
"ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით" – სოზარ სუბარი
ირაკლი კობახიძე - მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ
,, განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები''-პრემიერი