კობა კობალაძეს და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორს, გენერალ პოლ ჰოპსლოტს კახეთში ვეტერანმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უმასპინძლეს

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორი, ბრიგადის გენერალი პოლ ჰოპსლოტი და ამავე ინსტიტუტის მკვლევარი, ჰიელტ ალჰრა, კახეთში, ომის ვეტერან მევენახეებსა და მეღვინეებს ეწვივნენ. სტუმრებს, მეგზურობას უწევდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსხურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად.
ჰოლანდიელი სტუმრების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტის მიზეზი ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, საქართველოს ვეტერანების მიმართ პატივისცემის გამოხატვა და მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობა გახლდათ. როგორც პოლ ჰოპსლოტმა აღნიშნა,საქართველო ღვინის სამშობლოა და ჰოლანდიური მხარისთვის მნიშვნელოვანია ქართველი მევენახეების გამოცდილების გაზიარება, რადგან აგრარულ სექტორში დასაქმებული ჰოლანდიელი ვეტერანები დაინტერესებულნი არიან მევენახეობის განვითარებით;
კახეთის ტურნე, საგარეჯოში, ომის ვეტერანის, მევენახე პაატა ბუზარიაშვილის ვენახში სტუმრობით დაიწყო; ისინი გაესაუბრნენ მასპინძელს და ადგილობრივ ვეტერანებს, რომლებიც მევენახეობას ეწევიან, დაათვალიერეს ზვრები და ყურძნის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.
შემდეგ, ჰოლანდიელმა სტუმრებმა, მასპინძლებთან ერთად, გურჯაანში, ვეტერან თეიმურაზ ზავრაშვილის ღვინის მარანში გადაინაცვლეს, გაეცნენ ღვინის დაწურვის პროცესს, დააგემოვნეს ქვევრის ღვინო. სტუმრებში აღტაცება გამოიწვია ქართული ქვევრის ღვინის გემოვნურმა თვისებებმა და, ზოგადად, ქართველი კაცის დამოკიდებულებამ და განსაკუთრებულმა სიყვარულმა ტრადიციული მეღვინეობის მიმართ.
მოგვიანებით, სტუმრებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს, საიდანაც კარგად მოსჩანს ქინძმარაულის ზონაში გაშენებული ვეტერან ვაჟა ციგროშვილის ვენახები. მათ სურვილი გამოთქვეს, ადგილზე ენახათ ზვრები და გაცნობოდნენ ქარხანაში ღვინის წარმოების პროცესს. ღვინის ქარხანაში, ჰოლანდიელ სტუმრებსა და მათ ქართველ მასპინძლებს, მეგზურობა გაუწია მეღვინე თენგიზ ამონაშვილმა, რომელმაც მათ გააცნო მთლიანი პროცესი ქარხანაში ყურძნის მიღებიდან ბოთლებში ღვინის ჩამოსხმამდე. თენგიზ ამონაშვილმა დეტალურად აუხსნა სტუმრებს ღვინის წარმოების მთელი ციკლი_ ევროპული დანადგარებით, ევროპული ტექნოლოგიით, მაგრამ ქართული ტრადიციების დაცვით. სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს მშენებარე ღვინის ქარხანაც.
გენერალმა პოლ ჰოპსლოტმა და ჰიელტ ალჰრამ გულწრფელი მადლიერება გამოხატეს ქართველი მასპინძლების მიმართ იმ უსაზღვრო სიყვარულისა და სტუმართმოყვარეობისთვის, რომელსაც ისინი საქართველოში ყოფნის დროს ყოველწუთიერად გრძნობენ. მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს კობა კობალაძეს შინაარსიანი, საინტერესო დღეებისთვის, გულთბილი მასპინძლობისთვის და პირობა აღუთქვეს, რომ სამომავლო თანამშრომლობის გზებზე, გაცვლით პროგრამებსა და აგრარულ სექტორში ურთიერთობის გაღრმავებაზე იმუშავებენ:'' ჩვენ, ვიმუშავებთ ჩვენი ვეტერანების საქართველოში გამოგზავნაზე მევენახეობის შესასწავლად, რადგან ჩვენ შეგვიძლია, თქვენგან ბევრი რამ ვისწავლოთ ამ სფეროში. ასევე, გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალ წელს კვლავ გესტუმრებით",-განაცხადა პოლ ჰოპსლოტმა.
ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დასრულდა.





მსგავსი სიახლეები
გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვას ვგეგმავთ შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები და ჩამოგვიყალიბდეს საბოლოო ხედვა
22 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას''- შემოსავლების სამსახური
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
21 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძეს და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორს, გენერალ პოლ ჰოპსლოტს კახეთში ვეტერანმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უმასპინძლეს
პრემიერი - ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში
20 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
წვიმა, ელჭექი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
19 ოქტომბრის ვალუტის კურსი
როგორი ამინდი იქნება 19 ოქტომბერს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი - თამაზ თამაზაშვილი
19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება -თბილისის მერია