მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო - Eesti 200-მა არჩევნები 78 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ტალინში წააგო

ანტიქართული განცხადებებით ცნობილი ესტონელი პოლიტიკოსის, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას პარტიამ Estii 200 ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო. პარტიის ლიდერმა კრისტინა კალასმა აღნიშნა, რომ ეს შედეგი „იმაზე უკეთესია, ვიდრე პარტიაში ელოდნენ“ და აქცენტი კონკრეტულ რაიონებში მიღწეულ შედეგებზე გააკეთა.

„ტალინში 1.2%-ს გვიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ჩვენ ამაზე ბევრად უკეთესი შედეგი ვაჩვენეთ. ტარტუში გვიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ბარიერს ქვემოთ დავრჩებოდით, თუმცა ჩვენ იქ ეს ბარიერი გადავლახეთ. ტარტუში ასევე პოტენციური კოალიციური პარტნიორები ვართ. ასე რომ, არც თუ ისე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ“, - განაცხადა მან.

ყველაზე მეტი ხმა - 24% (141,126 ხმა) დამოუკიდებელმა ამომრჩეველთა კავშირებმა მიიღეს, მეორე ადგილზე კი ცენტრისტული პარტია გავიდა, 21%-ით (124,840 ხმა). მესამე პოზიციაზე ხმათა 18.6%-ით (109,749 ხმა) პარტია „ისამაა“ გავიდა.

ცაჰკნას პარტიამ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეიტინგების უმეტესობაში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იან ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, ტარტუში ბარიერის გადალახვა მოახერხა, თუმცა, წააგო ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ 78 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, სადაც არჩევნებამდე მას საქალაქო საბჭოში ადგილებიც ეკავა. Eesti 200-მა ტალინში 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და მხოლოდ 2.8 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო.





მსგავსი სიახლეები
„რუსეთს ტერიტორიებს არ დავუთმობთ“ - ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დიპლომატიისთვის მზადაა
სიარტო: უნგრეთი აშშ-სთან ბირთვული საწვავის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ აპირებს სომხურ სამოციქულო ეკლესიას ჩამოართვას ის ეკლესიები, რომლებიც მთავრობის ბალანსზეა
ბელგრადის ცენტრში, მთავრობის მხარდამჭერთა ბანაკში სროლა იყო - სერბეთის პრეზიდენტმა ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა
ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
მშვიდობის სამიტის გამართვამდე, მოემზადეთ გაჟონვის, ყალბი ამბებისა და იმ განცხადებების ტალღისთვის, რომლებიც მტკიცებითაც, ის არ შედგება -პიტერ სიიარტო
ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი: როგორ შეიძლება ისეთი უცოდინარი ადამიანი, როგორიც კაია კალასია, იყოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
,,ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ „ჰამასი“ სწორად მოიქცევა და შეთანხმებას შეასრულებს''- დონალდ ტრამპი
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ერა დაიწყო - ილჰამ ალიევი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპა მზადაა, უკრაინაში ჯარები განალაგოს, თუ ტრამპი და პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან
სერგეი ლავროვი - მთავარი არ არის, სად ან როდის, მთავარია, როგორ განვაგრძობთ ალიასკაში შეთანხმებული ამოცანების შესრულებას
,,ველოდები, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან სამართლიან შეთანხმებას მივაღწევთ''- დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - მე არასდროს მითქვამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა, მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს
მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში 1,7% მიიღო - Eesti 200-მა არჩევნები 78 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ტალინში წააგო
Berliner Zeitung: კორუფცია უკრაინაში: გერმანული ფული უძირო ორმოში იძირება?
,, ყველამ უნდა „შეისმინოს“ დონალდ ტრამპის მოწოდება და შეწყვიტონ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა''- კაია კალასი
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი დააკავეს
ტრამპ-პუტინის ბუდაპეშტის სამიტის პერსპექტივები
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს
სომხეთის ქალაქ გიუმრის მერიაში თანამშრომლებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა