,, მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა''- მიხეილ სააკაშვილი

სადამდე უნდა ვიშტეროთ თავი? მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა! – გახარია რუსეთში კარიერის საკეთებლად წავიდა მაშინ, როცა რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა იყო ძალიან ცუდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, „გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი“.

„2008 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის მისი რუსული კარიერის პიკი. მერე რატომ არავინ დაფიქრდა, თუ როგორ აღმოჩნდა ის ივანიშვილთან წამყვან თანამდებობებზე, რატომ თხრიდა ის ქართველებს თვალებს რუსი გავრილოვის დასაცავად?

რატომ არავინ არ დასვა კითხვა, თუ რატომ არ დაიჭირა ის ივანიშვილმა და რატომ გაუშვა წყნარად გერმანიაში. რატომ არავის არ გაახსენდა, რომ ივანიშვილი მუდმივად გვპირდებოდა – სწორი ოპოზიციის შექმნას, დაახლოებით როგორც თავის დროზე თურქმენბაშმა ოფიციალურად დანიშნა „ოპოზიცია“.

გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი. რატომ არ სვავთ კითხვას, კი მაგრამ ხომ შეუწყვიტეს გახარიას „პარლამენტის“ წევრებს უფლებამოსილება ოფიციალურად და ახლა როგორღა შედიან უკანონო პარლამენტში თუ ეს ივანიშვილთან წინასწარ შეთანხმება არ იყო.

ძნელია, არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, გახარიას ქოცებთან აერთიანებს ერთი მთავარი თვისება – უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა.

ახლა იდეალურ სიტუაციაში ვართ, ვინაიდან ყველაფერი გაცხადდა და ვინც კიდევ აგრძელებს თავის გასულელებას, იმას აწი აღარაფერი ეშველება.

სინამდვილე ისაა, რომ მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილმა მათი პირობები და გახარიას უბრძანეს პარლამენტში შესვლა.

ამ სუბიექტზე ყოველთვის ძალიან მყარი აზრის ვიყავი და როგორც ყველა სხვა საკითხზე, ეს აზრი ახლაც არ შემიცვლია.

რისთვის სჭირდებათ ივანიშვილს და მის პატრონებს გახარია პარლამენტში?

მას შემდეგ რაც ივანიშვილი ნამდვილ პოლიტიკურ პროცესს მისი ჭკუით მოკლავს რეპრესიებით და პარტიების აკრძალვით, მას მაინც დაჭირდება პოლიტიკური პროცესის იმიტაცია, რათა საზოგადოების უკმაყოფილების რაღაც ნაწილი გაახმოვანოს გახარიას ლოიალურმა ოპოზიციამ და ამით ყურადღება გადაიტანონ ყველაზე მწვავე პრობლემებიდან.

ამით ივანიშვილი ფიქრობს კიდევ რამდენიმე წელის მოგებას. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 





მსგავსი სიახლეები
,,ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებს, როგორც ხელისუფლებას, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება''- მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა
,,გახარიას პარტია არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც სხვა სივრცეში საინტერესო ნამდვილად არ არის. ვნახეთ, რომ საკრებულოში ბარიერიც ვერ გადალახეს''- რატი იონათამიშვილი
,, მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა''- მიხეილ სააკაშვილი
„განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური და აზრს მოკლებულია'' - გივი მიქანაძე
,,როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს''- ლევან მახაშვილი
,,ყველა ახალ რეფორმას ოპოზიცია რუსულს უწოდებს''- ლევან მაჭავარიანი
კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ
ევროკომისია მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის -კაია კალასი
პარლამენტში შესვლის საკითხი ჩვენთვის ამოწურულია-გრიგოლ გეგელია
მუნიციპალური არჩევნების და "მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები-გიორგი გახარია
"ტემუდან" გამოწერილმა ჩინურმა "ქოცებმა", გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება, რეჟიმს პირი მობანონ, ძალიან კარგი პროცესია, ყველა ნაძირალას სახეს ახევს -ანი წითლიძე
იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა-შალვა პაპუაშვილი
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი -მარტა კოსი
ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
"ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით" – სოზარ სუბარი
ირაკლი კობახიძე - მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ
,, განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები''-პრემიერი