,,ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებს, როგორც ხელისუფლებას, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება''- მაკა ბოჭორიშვილი

ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ „შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას“, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დიპლომატიურ პასორტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს და გაუგებარია, წლის ბოლოს რა უნდა განიხილოს ევროკავშირმა და რა ჯგუფებზეა საუბარი.

 

„მე გამიჭირდება, კაია კალასის ნაცვლად ამ ჯგუფებზე ვისაუბრო. ჩემთვის გაუგებარია, რა ჯგუფები შეიძლება იყვნენ ესენი, ეს ერთი და მეორე, ის დიპლომატიური პასპორტებიც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს, რა ფორმითაც მოხდა ამ რეჟიმის ამოქმედება. ჩვენ ოდესღაც აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ ამაზე ვისაუბროთ, რამდენად უსაფუძვლოა ეს გადაწყვეტილებაც კი, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი და გაუმართავი გადაწყვეტილება. თუმცა, პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს არსებობს. ჰქონდა თუ არა საფუძველი მას და გამართლებულია, მყარია თუ არ არის, ეს არსებობს და დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სამოგზაუროდ იღებენ ვიზას. ამით არ დაქცეულა ქვეყანა და არაფერი არ მომხდარა ისეთი. ძალიან ჩვეულებრივად, როდესაც მიემგზავრები იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სავიზო რეჟიმის შემოღებული, ითხოვ და იღებ ვიზას. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ შემთხვევაში თუ კონკრეტული ჯგუფი შეეხება ხელისუფლებას, ანუ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მათ, ვისაც დიპლომატიური პასპორტის ფლობის უფლება აქვთ და აქვთ დიპლომატიური პასპორტები. შესაბამისად, თუ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამ კატეგორიაზე ზეწოლისთვის სჭირდება ბრიუსელის გარკვეულ ბიუროკრატიულ ჯგუფებს ზეწოლის მექანიზმის გამოყენება, ეს უკვე ადგილზეა. რამდენად ეფექტიანია თავიანთი მიზნების მისაღწევად, ეს შეუძლიათ თავად გაზომონ, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ არის საპირწონე იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვერავინ ვერ შეგაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს, რომ ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და დემოკრატიული მმართველობა. როდესაც დემოკრატიულ უკუსვლაზე გესაუბრებიან, თავად უგულებელყოფას აკეთებენ დემოკრატიის", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა “რუსთავი2“-ის ეთერში, რომლის კომენტარსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

 

მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ცდილობენ გარკვეული „შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით“ , მოახდინონ სწორედ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია.

 

„დღეს ლუქსემბურგში იყო საქართველოს საკითხის განხილვა. შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სავიზო რეჟიმის საკითხების დაკავშირება როგორ ხდება საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით და მოახდინონ სწორედ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ის მიმართულება, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა, შეუძლებელია ამ მიმართულებით სიარული საქართველოსთან მიმართებაში.

 

„ეს ხომ არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით. რაღაც პოლიტიკის ინსტრუმენტად ეს უნდა გამოიყენონ, შესაბამისად, ახლა ხდება გარკვეული გზების ძიება, თუ როგორ აიცილონ თავიდან ის, რასაც არ აქვს ერთმნიშვნელოვნად ევროკავშირის შიგნით მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ იდეას არ ჰყავს საკმარისი მხარდამჭერები, რაც სჭირდება ამის განხორციელებას. ბუნებრივია, ყველაზე მწვავე კრიტიკოსები თუნდაც დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების, თუ საქართველოს საკითხის - რატომ ეს სხვა საკითხია, თუმცა საქართველოს ოპოზიციაში ჩამდგარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც კი საუბრობდნენ რამდენიმე თვის წინ იმაზე, რომ მოქალაქეებთან დაკავშირებით ჩვენ არ შეიძლება, ეს პოლიტიკა გვქონდეს. რაც გზავნილი იყო და ცხადად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად.

 

თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული გზების ძიება კვლავ გრძელდება, რათა გარკვეულწილად მოხდეს ამ საკითხის ზეწოლის მექანიზმად გამოყენება, თუმცა მეორე მხრივ, ეს კარგად გამოიყენეს უკვე 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერებით. საუბარი ეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის რეალურად შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
,,ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებს, როგორც ხელისუფლებას, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება''- მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა
,,გახარიას პარტია არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც სხვა სივრცეში საინტერესო ნამდვილად არ არის. ვნახეთ, რომ საკრებულოში ბარიერიც ვერ გადალახეს''- რატი იონათამიშვილი
,, მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა''- მიხეილ სააკაშვილი
„განათლების რეფორმის კონცეფციაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული მანიპულაციური და აზრს მოკლებულია'' - გივი მიქანაძე
,,როგორც ჩანს, შიგნითაც ძალიან მკაფიო ერთობაა იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას, მთლიანად აღებულს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეს''- ლევან მახაშვილი
,,ყველა ახალ რეფორმას ოპოზიცია რუსულს უწოდებს''- ლევან მაჭავარიანი
კაია კალასი - ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მოგვცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ
ევროკომისია მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის -კაია კალასი
პარლამენტში შესვლის საკითხი ჩვენთვის ამოწურულია-გრიგოლ გეგელია
მუნიციპალური არჩევნების და "მშვიდობიანი დამხობის" პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები-გიორგი გახარია
"ტემუდან" გამოწერილმა ჩინურმა "ქოცებმა", გერმანიაში გაქცეული ლიდერით, მიიღეს გადაწყვეტილება, რეჟიმს პირი მობანონ, ძალიან კარგი პროცესია, ყველა ნაძირალას სახეს ახევს -ანი წითლიძე
იმედი გვაქვს, გერმანიის მთავრობაში დაფიქრდნენ, რომ მოქმედი ელჩის საქართველოში საქმიანობით ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში მხოლოდ სირთულეები იქმნებოდა-შალვა პაპუაშვილი
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი -მარტა კოსი
ირაკლი კობახიძე გერმანიასა და ჩეხეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
"ბატონი ფიშერის საქმიანობა საქართველოში იყო ძალიან არამეგობრული და არადიპლომატიური წლების განმავლობაში, მაგრამ ცოტა შორსაც წავიდა ეს ადამიანი, იქ გაჩნდა კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით" – სოზარ სუბარი
ირაკლი კობახიძე - მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ
,, განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები''-პრემიერი