ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის-იუსტიციის სამინისტრო

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, ანგარიშის მიხედვით ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის.

„2025 წლის 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) შეფასების რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში. „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების შეფასების მე-4 რაუნდი დაეთმო ადამიანით ვაჭრობისათვის მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენასა და მათ დაცვას.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოს თანმიმდევრულმა პოლიტიკამ, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო. ანგარიშში, ასევე პოზიტიურად შეფასდა დანაშაულის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კომპენსაციის პროცედურის გამარტივება, დანაშაულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი სახელწმიფო უწყებების უფლებამოსილების ზრდა და სფეროში დასაქმებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. შეფასების მე-4 რაუნდის ფარგლებში 2024 წლის 23-27 სექტემბერს GRETA-ს დელეგაცია იმყოფებოდა ვიზიტით საქართველოში. საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო, საიმედო გარემოს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიშში აღნიშნული პროგრესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

„საბჭოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედის ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. GRETA-ს შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში იმეორებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის სულისკვეთებას, რომლის თანახმად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო უკვე მე-10 წელია უმაღლეს საფეხურზეა და ინარჩუნებს ადგილს „პირველ კალათაში", - აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე'' - შსს განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი-სუს-ი
ბოლო 24 საათში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა-გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე "საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის" ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კახეთში ერთი პირი დააკავეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
პენიტენციური სამსახური მედიაში ბრალდებული კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 14 პირია დაკავებული -ვაჟა სირაძე
„რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის-იუსტიციის სამინისტრო
სასამართლომ ქეთა ციცქიშვილს ხუთდღიანი, თეიმურაზ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს ექვსდღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა - მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს
სასამართლომ 18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული რამდენიმე ადამიანი გათავისუფლეს
"დღეს, შსს-მ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ" - ალექსანდრე დარახველიძე