უსაფუძვლო ბრალდებების არაერთგზის ტირაჟირება საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა -ცესკო

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახორციელებს კანონის დაცვით და 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა მსურველს, ვინც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ჰქონდა საშუალება, დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ამ საკითხით მანიპულირება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, მათ შორის მათი „ფეიქ დამკვირვებლებად" მოხსენიება, პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ „ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის" (EPDE) მორიგი დეზინფორმაციული განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ორგანიზაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის მოწოდებები ცესკო-ს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მის კომპეტენციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ვინაიდან წარმოუდგენელია, ორგანიზაციამ, რომელიც როგორც მინიმუმ, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოში, არ იცოდეს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის კრიტერიუმები და მათი უფლებები საჯაროა, განთავსებულია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. იგივე შეიძლება ითქვას იმ ხარჯებთან მიმართებით, რომელიც ცესკო-ს მიერ მოწვეულ საზღვარგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა ვიზიტებს უკავშირდება. აქ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებზე დაკვირვებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც წესი, იწვევს მხოლოდ მის კოლეგებს საზღვარგარეთიდან და არა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ პრაქტიკის შესაბამისად მონაწილეობს საქართველოს ცესკო-ც მსგავსი ტიპის არაერთ მისიაში. ეს ფაქტიც კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს.

გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, სადაც ითხოვს, რომ ცესკო-მ „რეკომენდაცია გაუწიოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სტანდარტებზე დაფუძნებული მისიის გარეშე განხორციელებული საჯარო თვისებრივი შეფასებებისგან". გვინდა, შევახსენოთ EPDE-ის წარმომადგენლებს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების მოწვევა არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო კარგი პრაქტიკაა. თუმცა, მაგალითად გასულ წელს, მაშინ, როცა EPDE თავად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია და არც რაიმე ტიპის დარღვევად ჩაუთვლია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ იქცა პრობლემად დღეს ის, რაც გასულ წლებში არ მიიჩნეოდა ასეთად. უფრო მეტიც, EPDE-ს ე.წ. ფეიქ დამკვირვებელთა სიაში მოხვდნენ ჩვენი კოლეგები საზღვარგარეთიდან, რომლებსაც მისიის ფარგლებში საერთოდ არ გაუკეთებიათ რაიმე ტიპის შეფასება, ნაწილმა კი მხოლოდ პროფესიული კუთხით, ტექნიკურ ნაწილში შეაფასა პროცესი. ამდენად, გაუგებარია, რომელი სტანდარტით ხელმძღვანელობს EPDE, როცა ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან „ფეიქ დამკვირვებლებად" მოიხსენიებს, თუნდაც მხოლოდ მათი ქვეყანაში ყოფნის ფაქტის გამო.

ცესკო-ს მიმართ EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდებაა „შეუერთდეს დაინტერესებულ მხარეებს დროული და სრულმასშტაბიანი ODIHR-ის მოწვევების წასახალისებლად და მომავალ საარჩევნო ციკლში ძლიერი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო პროცესის ხელშესაწყობად". კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით ოდირის მოწვევა სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. ამის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, ეთანამშრომლა მისიასთან. აქვე გვინდა, შევახსენოთ EPDE-ს წარმომადგენლებს, რომ ქართული არჩევნების ისტორიაში ყოფილა პრაქტიკა (2008 წ.), როცა ეუთო/ოდირს სადამკვირვებლო მისიამ ქვეყანაში ჩამოსვლა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება დაახლოებით იმ ვადებში შეძლო, რა ვადაც მათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ჰქონდათ მისიის ფორმირებისთვის. ამასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, განსხვავებით თავად EPDE-სგან, არ ახდენს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სეგრეგაციას რაიმე ნიშნით. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარია, რატომ მიიჩნევს EPDE „ძლიერ" სადამკვირვებლო ორგანიზაციად მაგალითად ISFED-ს, რომელმაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, ხოლო 2024 წელს, როცა ნათელი გახდა, რომ მისი მონაცემი ოფიციალურ მონაცემებთან თანხვედრაში იყო, საერთოდ არ გამოაქვეყნა ის.

ისმის კითხვა - იმიტომ ხომ არ არის ISFED მათთვის უპირობოდ სანდო, რომ ის EPDE-ს წევრია. საინტერესოა, რომელ საერთაშორისო სადამკვირვებლო სტანდარტს აკმაყოფილებს პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირება, ისევე როგორც საინტერესოა, დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა წუხილი EPDE-ს და გამოხატა თუ არა ეს რაიმე საჯარო ფორმით.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახორციელებს კანონის დაცვით და 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა მსურველს, ვინც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ჰქონდა საშუალება, დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ საკითხით მანიპულირება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, მათ შორის მათი „ფეიქ დამკვირვებლებად" მოხსენიება, პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად. შევახსენებთ EPDE-ს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე და მას აკვირდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნების შედეგები აღიარეს მასში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს EPDE-ს, იმოქმედოს საკუთარი სახელწოდებისა და დეკლარირებული ღირებულებების შესაბამისად: უზრუნველყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პატივი სცეს სახელმწიფოთა სუვერენულ ინსტიტუციებს. აღვნიშნავთ, რომ EPDE-ს განცხადებები ვერ ჩაითვლება სანდოდ და აღიქმება, როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, რათა გადაიფაროს წარმატებით ჩატარებული არჩევნები და შეარყიოს საზოგადოების ნდობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ", - ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეკონომიკური განვითარება შთამბეჭდავია, კორუფციის დაბალი დონე კარს უხსნის ინვესტორებს, ვმუშაობთ, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი
"ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ"-ნიკოლ ფაშინიანი
გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს -ირაკლი კობახიძე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე: პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ - საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის
ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
არცერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის, ეს ორი ადამიანი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა, როგორც პარტაქტივი-ირაკლი კობახიძე
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე
იმედი გვაქვს, პოლიტიკა გადაიხედება და საბოლოო ჯამში, ევროკავშირი შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ -ირაკლი კობახიძე
პარლამენტის შემდეგ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტიც შეწყვიტა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ESCAP-თან ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები - ირაკლი კობახიძე
უსაფუძვლო ბრალდებების არაერთგზის ტირაჟირება საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა -ცესკო
ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი დაეგმოთ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა, მოვისმინეთ თავდასხმა ქართველ ხალხზე -შალვა პაპუაშვილი
,,ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებს, როგორც ხელისუფლებას, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება''- მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა
,,გახარიას პარტია არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც სხვა სივრცეში საინტერესო ნამდვილად არ არის. ვნახეთ, რომ საკრებულოში ბარიერიც ვერ გადალახეს''- რატი იონათამიშვილი
,, მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა''- მიხეილ სააკაშვილი