თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
8-9 ოქტომბერს, ტაშკენტმა ბიზნესკონფერენციას უმასპინძლა სახელწოდებით - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა". ორგანიზატორი გაყიდვების ასოციაცია, მთავარი მხარდამჭერი კი - თიბისი იყო.
50-მდე მონაწილე ქართული კომპანია ორი დღის განმავლობაში ასობით პოტენციურ პარტნიორს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათ საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება გააცნო. კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა მათთვის, ვისაც უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება აქვს დაგეგმილი.
უზბეკეთის მრავალმილიონიანი ბაზარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის ახლახან გაიხსნა, როდესაც ქვეყანაში რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გატარდა. განსაკუთრებით გაიზარდა ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნა. ეს შესაძლებლობა კარგად დაინახა პროფესიონალთა გუნდმა, რომელსაც საქართველოში 8-წლიანი გამოცდილება აქვს და გამოფენაზე ორი კომპანიით იყო წარმოდგენილი.
„ორივე კომპანია: ,,ელექტრაფეი'' - საგადახდო სერვისების პროვაიდერი და ,,კოინმანია''- ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP) ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. დაინტერესებულ პირებს გავაცანით ორი პროდუქტი: კრიპტოსაფულე და კრიპტოს კონვერტაციით გადახდის სერვისი. მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველს ვირტუალურ აქტივს, ხოლო ბიზნესი იღებს თანხას ეროვნულ ვალუტაში. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსერვისები კომპლექსური დარგია, ჩვენი სერვისები სიმარტივითა და მოქნილობით გამოირჩევა. ჩვენი პროდუქტი მორგებულია როგორც ბიზნესის, ისე - ფიზიკური პირების ინტერესებსა და ტექნოლოგიურ საჭიროებებს. ვფიქრობთ, უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვიქნებით", - თათული ქოჩაკიძე.
ბიზნესკონფერენცია საინტერესო და ერთგვარი მოტივატორი აღმოჩნდა კომპანია „ვეზირისთვის", რომელიც ქართულ ბაზარზე 30 წელია ოპერირებს ტელეკომუნიკაციის, IT და უსაფრთხოების მიმართულებით.
„გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ პარტნიორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად. გვქონდა შეხვედრები რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენელთან. ''ვეზირი'' ეხმარება კომპანიებს უსაფრთხოების სისტემების დანერგვაში, როგორიცაა ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, სახის ამოცნობა, ხანძრის სისტემები. საქართველოში რამდენიმე სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოება ჩვენ მიერ არის უზრუნველყოფილი. ამჟამად, თიბისის სათავო ოფისზე ვმუშაობთ. უზბეკეთმა ახლახან დაამტკიცა AI განვითარების სტრატეგია და გვინდა ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების პოპულარიზაცია მოვახდინოთ", -დავით ანთაძე.
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე, „კონსიერჟ თბილისი" პრემიალურ სეგმენტს ყველა „დახურული კარის" გაღებას ჰპირდება.
„ჩვენ ვქმნით გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს. თითოეულ მომხმარებელს მასზე მორგებულ თავგადასავალს და აღმოჩენებს ვპირდებით. მას შეუძლია მოხვდეს დახურულ ელიტურ წვეულებაზე, ან სურვილის შემთხვევაში, ყველაზე უკაცრიელ ადგილას. სპეციალურად ბაზარზე შემოვიყვანეთ ღამის კონსიერჟი. ჩვენ შერეულ სეგმენტზე ვმუშაობთ. უზბეკეთის ბაზარი იმითაც გამოირჩევა, რომ არ უყვართ ბევრი ფიქრი გადაწყვეტილების მიღების დროს, ძალიან მალე უნდათ კონკრეტული პროდუქტი. ჩვენ კი დიდი გამოცდილებით და ცოდნით შემოვდივართ აზიურ ბაზარზე", -ნინო სხირტლაძე.
კვლევა და კვლევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა. სწორედ ამიტომ ეწვია ტაშკენტს „ანოვას" გუნდი.
"ჩვენ ვეხმარებით ბიზნესის განვითარებას იმ კუთხით, რომ მათ ისეთ ინფორმაციას ვაწვდით, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის სჭირდებათ. „ანოვას" პროდუქტით მსხვილი ბიზნესი ინტერესდება და მრავალპროფილურ კვლევას ვატარებთ. თავს ვიწონებთ და ნამდვილად გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი ექსპერტიზითა და გამოცდილებით ბიზნესებს ღირებულ პროდუქტს ვთავაზობთ. უზბეკური ბაზარი არის ახალი გახსნილი და ბევრი თავისუფალი ნიშაა.სადაც ბიზნესი ვითარდება, იქ კვლევისა და კონსულტაციის საჭიროება ჩნდება. შესაბამისად, ჩვენი მომსახურებაც აქტუალური ხდება", - ხათუნა მაღლაკელიძე.
წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
მსგავსი სიახლეები
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად"-ალი ასადოვი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა -პრემიერი
საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -ირაკლი კობახიძე
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025" გაიხსნა
გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი
Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე -ირაკლი კობახიძე
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას -მარიამ ქვრივიშვილი
ინდური კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედი" დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს