პარლამენტის შემდეგ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტიც შეწყვიტა

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტი შეწყვიტა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ჯემალ ანანიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ანანიძემ აღნიშნა, პარტია იწყებს აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში.

„ყველასათვის ცნობილია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის და პარალელურად, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტის გადაწყვეტილება. თუმცა დღევანდელმა რეალობამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ერთი წლის წინ პოლიტიკური პროტესტის არჩეულმა ფორმამ არათუ შეაჩერა და დაასუსტა „ქართული ოცნების" ხელისუფლება, არამედ გააძლიერა იგი. უმოკლეს დროში „ოცნება" გადაიქცა თავისივე ქვეყნის პროგრესის უპირველეს შემაფერხებელ შიდა ბოროტ ძალად. ბოიკოტი დამაზიანებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვისაც, რითიც ისარგებლა „ქართულმა ოცნებამ" და საზოგადოების ორად გაყოფილი აზრის გაძლიერებით მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველი მოსახლეობა მიიყვანა 4 ოქტომბრის პროვოკაციამდე.

ქვეყანაში შექმნილ დღევანდელ ვითარებაში გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ერთი წლის წინ ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დარწმუნება, რომ სადეპუტატო მანდატების გაუქმება იქნებოდა შეცდომა, რასაც მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდეც  ქვეყანაში უკიდურესად დამძიმებული პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობა", - აღნიშნა ანანიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დაუცველი დატოვა.

„თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს დაანონსებულმა და განხორციელებულმა ყოვლად გაუმართლებელმა, უპასუხისმგებლო და პროვოკაციულმა პროცესებმა სიტუაცია იმდენად უკიდურესად დაამძიმა ქვეყანაში, რომ დააზიანა და დააპირისპირა ისედაც დასუსტებული ოპოზიციური სპექტრი, რითიც „ოცნებას" მიეცა საბაბი, საკუთარ მცირერიცხოვან მომხრეებში გაემართლებინა თავისი ავტორიტარიზმის გაძლიერება.

დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პროცესებიდან გაქრობამ ხალხი დატოვა დაუცველი რეჟიმის პირისპირ, რომელიც თავისი სახელისუფლებო ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული აზრის გამომხატველთა დაპატიმრებებს, ყველა განსხვავებული აზრის მქონე პირთა ქვეყნის წინაშე დამნაშავეებად გამოცხადებას და დასჯას. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია საკანონმდებლო ორგანოებიდან ბრძოლა განსხვავებული, ჯანსაღი და პროგრესული აზრის გადარჩენისთვის", - განაცხადა ანანიძემ.

ანანიძის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის გამოყენებაზე უარის თქმა შეცდომა და დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

„4 ოქტომბრის შემდგომ შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ტრიბუნის არგამოყენება, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გამუდმებით ვამტკიცებდით, რომ მოსახლეობის მხრიდან ნდობაშემცირებულ ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთადერთი კანონიერი გზაა არჩევნები და შედეგად მიღებული მანდატების აქტიურად გამოყენება ქვეყნის თუ მოსახლეობის უკეთესი მომავლისათვის.

ჩვენი დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია როგორც პარლამენტსა თუ საკრებულოებში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისმოდეს საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი რეგიონის მოსახლეობის განსხვავებული აზრი. სწორედ ამიტომაც გავდივართ ბოიკოტის რეჟიმიდან და ვიწყებთ აქტიურ ჩართულობას ყველა საკანონმდებლო, წარმომადგენლობით ორგანოებში, რათა ეტაპობრივად ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციური და დემოკრატიული განვითარების ჩარჩოში", - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეკონომიკური განვითარება შთამბეჭდავია, კორუფციის დაბალი დონე კარს უხსნის ინვესტორებს, ვმუშაობთ, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი
"ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ"-ნიკოლ ფაშინიანი
გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს -ირაკლი კობახიძე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე: პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ - საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის
ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
არცერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის, ეს ორი ადამიანი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა, როგორც პარტაქტივი-ირაკლი კობახიძე
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე
იმედი გვაქვს, პოლიტიკა გადაიხედება და საბოლოო ჯამში, ევროკავშირი შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ -ირაკლი კობახიძე
პარლამენტის შემდეგ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტიც შეწყვიტა
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს პროგრესი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, ESCAP-თან ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები - ირაკლი კობახიძე
უსაფუძვლო ბრალდებების არაერთგზის ტირაჟირება საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა -ცესკო
ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი დაეგმოთ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. ნაცვლად ამისა, მოვისმინეთ თავდასხმა ქართველ ხალხზე -შალვა პაპუაშვილი
,,ვერავინ შეგაშინებს იმით, რომ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებს, როგორც ხელისუფლებას, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება''- მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ დაინახა, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა
,,გახარიას პარტია არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც სხვა სივრცეში საინტერესო ნამდვილად არ არის. ვნახეთ, რომ საკრებულოში ბარიერიც ვერ გადალახეს''- რატი იონათამიშვილი
,, მაგიჟებს ქართული საზოგადოების ნაწილის მიამიტობა''- მიხეილ სააკაშვილი