ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს-ირაკლი კობახიძე

"ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე  კონკრეტულად ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში, იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს.

 

 ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია, რომ საქართველოსთან გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა, ვხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის ფაქტობრივად ყველა ქვეყანა, მათ შორის, შუა აზიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი, ვინც არ მიიწვიეს, ეს არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული ამ ქვეყნებს შორის. ირონიულად ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე. ხედავთ, სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია. კატასტროფაა. ვერც ახსნი, მით უმეტეს, ვერც გაამართლებ ამ ყველაფერს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში.  ", - განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს-ირაკლი კობახიძე
,,2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა''- ნიკა ობოლაძე
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება"-"ენგურჰესი"
ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება, ადამიანად, რომელიც პირადი ინტერესების საფუძველზე მზად არის, ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ მანიპულაციებად აქციოს -ლევან მახაშვილი
საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ-ქსავიე ბატელი
საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია-ელინა ვალტონენი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
პარტიების აკრძალვა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, პირდაპირ ურტყამს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ საქართველო მულტიპარტიული დემოკრატიაა -თაზო დათუნაშვილი
ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ -ირაკლი კობახიძე
ევროპა ომის მომხრე ფსიქოზითაა შეპყრობილი - ვიქტორ ორბანი
სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემურია სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის, ამ კუთხით შესაცვლელია მდგომარეობა-ირაკლი კობახიძე
ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი - „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ოქტომბერს
თუ იმ რაოდენობის ადამიანი არ შეგროვდება, რომ ქუჩის გადაკეტვას შეძლებენ, ამის საშუალება არ მიეცემათ - იქნება კანონის აღსრულება! -თენგიზ შარმანაშვილი