თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი

„დასრულებულია მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოები, რათა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად უმასპინძლოს 73 ქვეყნიდან ჩამოსულ 2300-ზე მეტ ძალიან მაღალი რანგის სტუმარს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში თბილისში მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრები, ვიცე-პრემიერები და მინისტრები, აგრეთვე წამყვანი კორპორაციების ხელმძღვანელები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარების ადგილების დათვალიერებისა და ფორუმის სამზადისის გაცნობის შემდეგ. 

 

22-23 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ტრადიციული ფორუმი ჩატარდება, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, იმართება. გახსნითი ცერემონია თბილისის ოპერის თეატრში მოეწყობა. სულ 7 თემატური პანელური დისკუსია გაიმართება და მასში რეგიონის ქვეყნების წამყვანი პოლიტიკური ლიდერები და ბიზნეს კორპორაციების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანელური დისკუსიებისას საქართველოს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, საერთაშორისო არეალზე ღირსეულად წარადგინოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა და კიდევ ბევრი პროექტი, რომლებიც უზრუნველყოფს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში.

 

მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ფორუმზე ისეთი მაღალი რანგის ბიზნეს ლიდერის ჩამოსვლას, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის „ემაარის" დამფუძნებელი მუჰამედ ალი ალაბარი, რომლის კომპანია „იგლ ჰილსი" საქართველოში 6,5 მლრდ დოლარის ჯამური ინვესტიციის დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუჰამედ ალი ალაბარს ფორუმის ფარგლებში ექნება პირადი ინტერვიუ, რომლის დროსაც საზოგადოება მეტს შეიტყობს აღნიშნული საინვესტიციო პროექტის შესახებ.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განვლილ ათწლიან პერიოდში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმად ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის წარმართვისთვის. „ამასთან, ფორუმი არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე და ღირსეულად წარადგინოს ის მნიშვნელოვანი მიღწევები,  რომელთაც ყოველწლიურად შედეგების სახით ვხედავთ," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად"-ალი ასადოვი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა -პრემიერი
საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -ირაკლი კობახიძე
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025" გაიხსნა
გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი
Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე -ირაკლი კობახიძე
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას -მარიამ ქვრივიშვილი
ინდური კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედი" დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს