,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას''- შემოსავლების სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის განცხადება გააკეთოს ყულევის ნავსადგურში შემოსულ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით.

„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი " KAYSERI“, რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები (ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვას ვგეგმავთ შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები და ჩამოგვიყალიბდეს საბოლოო ხედვა
22 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას''- შემოსავლების სამსახური
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
21 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძეს და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორს, გენერალ პოლ ჰოპსლოტს კახეთში ვეტერანმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უმასპინძლეს
პრემიერი - ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში
20 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
წვიმა, ელჭექი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
19 ოქტომბრის ვალუტის კურსი
როგორი ამინდი იქნება 19 ოქტომბერს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 ოქტომბერს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი
18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება შეუწყდა
ვერ ვუკავშირდები, მე კახეთში ვარ, არაფერი ვიცი - თამაზ თამაზაშვილი
19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება -თბილისის მერია