"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი

"ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი ქალაქი, რომელიც ასე სწორად იყოს მორგებული ამ პოზიციაზე, ამ გზაჯვარდინზე ევროპასა და აზიას შორის, ქალაქი, რომელსაც ასეთი ძლიერი, დინამიკური და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ჰქონდეს. სწორედ ეს ხდის საქართველოს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანზიტო გზად, არამედ, ძალიან მნიშვნელოვან დამკავშირებელ ქვეყნად ხალხის, ენერგეტიკის, იდეებისა და ამბიციების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის",- ამ სიტყვებით გახსნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი პანელური დისკუსია საერთაშორისო ტელეჟურნალისტმა და TRT World-ის აღმასრულებელმა პროდუსერმა ღიდა ფაქრიმ. მისი თქმით, წლევანდელი ფორუმის თემა დაკავშირებულია ინვესტიციასთან, რაც სტაბილურობის პირობებში ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

როგორც ღიდა ფაქრიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, აღნიშნული შეკრების მიზანია ახალი ჩარჩო-სისტემით თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა, ასევე იმ წინსვლის გააზრება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

"შეუძლებელია არ დავინახოთ ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა შუა დერეფანმა, რაც, თავის მხრივ, ყველაზე სწრაფი დამაკავშირებელი ხიდი გახდა აზიასა და ევროპას შორის,"- განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, ეს მარშრუტი სტრატეგიულად გვთავაზობს სწრაფ და უფრო ძლიერ ალტერნატივას ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, რაც რეგიონის მიწოდებით ჯაჭვს აძლიერებს და გამოკვეთს საქართველოს ადგილს გლობალურ ვაჭრობაში.

"ეს ამბიცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს მსოფლიოში. ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, პორტები იზრდება და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც არის ქვეყნის ხერხემალი, ამ პოტენციალის გასაზრდელად ვითარდება,"- განაცხადა ღიდა ფაქრიმ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.

 





მსგავსი სიახლეები
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად"-ალი ასადოვი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა -პრემიერი
საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -ირაკლი კობახიძე
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025" გაიხსნა
გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი
Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე -ირაკლი კობახიძე
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას -მარიამ ქვრივიშვილი
ინდური კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედი" დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს