"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელზე გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტებსა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გააკეთა.

 

 "ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არა მარტო ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს, არამედ ერთობლივ სტრატეგიულ მიზნებს მიგვაღწევინებს და განვითარებას უზრუნველყოფს. ამ თანამშრომლობის საფუძველი იმდენად მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამშრომლობის წინაპირობაა, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი- ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენი და შაჰდენიზის მილსადენი. აღნიშნული პროექტები ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობის პანორამა არის უზრუნველყოფილი, დაცული და სანდო ენერგეტიკული პროექტის წინაპირობა ევროპის მიმართულებით", - განაცხადა ალი ასადოვმა.

 

როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოფიციალური ბაქოს ინიციატივითა და საქართველოს აქტიური მონაწილეობით განხორციელებული პროექტი უკვე მნიშვნელოვან ასპექტად იქცა ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.

 

"იმდენ ქვეყანას მიეწოდება აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი, რომ თოთხმეტიდან ათი ევროპული სახელმწიფოა. ჩვენ ამ წარმატებას ვუმადლით საქართველოს და მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებითაც ახალ ნაბიჯებს ვდგამთ", - განაცხადა ალი ასადოვმა.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ძლიერ პარტნიორებად გვევლინებიან განახლებადი ენერგოწყაროების უზრუნელყოფის მიმართულებით კასპიური და შავი ზღვის ენერგომატარებელების ტრანსპორტის კონტექსტში. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ორ მეზობელ ქვეყანას შორის საერთო ხედვისა და ერთგულების მაგალითი.

 

"მრავალმხრივი თანამშრომლობა აძლიერებს  რეგიონალურ სტაბილურობას, ურთიერთნდობასა და გრძელვადიან პარტნიორობას. მიგვაჩნია, რომ ახალი ინიციატივები განხორციელდება ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტრანზიტის მიმართულებით. ამის შედეგად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომდევნო წლებში გაზრდის და კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს გეოპოლიტიკურ სტაბილურობასა და მნიშვნელობას. ჩვენ მზად ვართ ,ვაშენოთ ღია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მექანიზმები", - განაცხადა აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურმა.

 

მისივე შეფასებით, დისკუსიები, რომლების ფორუმის ფარგლებში შედგება და  მიღებული მნიშვნელოვნად წაწევენ წინ ისტორიულ აბრეშუმის გზას და რეგიონალური თანამშრომლობისთვის მეტ შესაძლებლობას შექმნიან ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით.





მსგავსი სიახლეები
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად"-ალი ასადოვი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა -პრემიერი
საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -ირაკლი კობახიძე
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025" გაიხსნა
გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი
Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე -ირაკლი კობახიძე
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას -მარიამ ქვრივიშვილი
ინდური კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედი" დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 21 ოქტომბერს