"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში სატრანსპორტო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება ეკონომიკურ კავშირებს გააძლიერებს.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეგიონში ეს ურთიერთობები გარდაიქმნას ინსტიტუციონალურ მიღწევად. სატრანსპორტო კავშირები საერთო სარგებელსა და შემოსავალს მოუტანს სამივე ქვეყანას. ამისი გავლენა იქნება ეკონომიკური ზრდა, უფრო დიდი ფისკალური გავლენა, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ზრდა, საჯარო ფინანსების მართვა და საზოგადოებების განვითარება. ჩვენი ქვეყნები აცნობიერებენ, რომ ეს ყველას ინტერესშია", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს.

 

22 ოქტომბერს რიგით მეხუთე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით"-მარიამ ქვრივიშვილი
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით, ჩვენ ვამყარებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს" -ლაშა აბაშიძე
„საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია ასრულებს და შეასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის" -სერბეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
"აბრეშუმის გზის ფორუმის დისკუსიები და გადაწყვეტილებები მეტ შესაძლებლობას შექმნიან რეგიონალური თანამშრომლობისთვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულებით"-ალი ასადოვი
"აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, რომელიც არის სანდო მარშრუტი ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დასაკავშირებლად"-ალი ასადოვი
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
"საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის" -ღიდა ფაქრი
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა -პრემიერი
საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა -ირაკლი კობახიძე
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025" გაიხსნა
გლობალური დიალოგი საქართველოდან - თბილისი 22 -23 ოქტომბერს "აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 22 ოქტომბერს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უდიდესი შესაძლებლობაა, საქართველომ გაიმყაროს პოზიციონირება საერთაშორისო არეალზე -მარიამ ქვრივიშვილი
Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე -ირაკლი კობახიძე
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა - როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები