საქართველოს ეკონომიკური განვითარება შთამბეჭდავია, კორუფციის დაბალი დონე კარს უხსნის ინვესტორებს, ვმუშაობთ, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი

საუკუნეებია, რაც საქართველო აკავშირებს ევროპას და აზიას, შავი ზღვის სანაპირო ყოველთვის იყო შეხვედრის ადგილი სხვადასხვა ცივილიზაციისთვის და კულტურისთვის. სწორედ ამან მიანიჭა საქართველოს უნიკალურობა, გამოცდილება, უნიკალური მახასიათებლები. როდესაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება და ხდება გლობალური სავაჭრო მარშრუტების გადალაგება, საქართველო სწორედ აქ არის და მზად არის, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის განვითარებაში, რაც მნიშვნელოვანია ევროპისა და აზიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე თემაზე -„გლობალური ვაჭრობის განახლება“.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან.

„საქართველო 2014 წლიდან არის ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით. გარდა ამისა, ჩვენ ვავითარებთ თანამშრომლობას და პარტნიორობას სხვადასხვა აქტორთან, ეს ეხება არა მარტო რეგიონის მეზობლებს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. საქართველოს უკვე 16 თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს – ეს არის ჩინეთი, დსთ-ის ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები, საამიროები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს, ათწლეულებია, რაც აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს დამყარებული, ეს ეხება უკვე განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს, რაც დიდ დამატებით ღირებულებას სძენს შუა დერეფანს, რადგან ტრანსპორტის დაკავშირებადობას შეეხება.

„გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთანაც. სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ და ამის ფონზე რეგიონს დამატებითი ფასეულობა ენიჭება. მივესალმებით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობა ვითარდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღევანდელ სცენაზე სამი პრემიერ-მინისტრი ერთად იდგა. ყველაფერი განსხვავებული იყო ორი წლის წინ და დღეს პრემიერ- მინისტრები ერთმანეთს მადლობას უხდიან, ვხედავთ, თუ რა დინამიკაა რეგიონში, რაც შესაძლებლობებს ქმნის სამხრეთ კავკასიისთვის. ახალი რეალობაა, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ, ეს არის შესაძლებლობა ყველასთვის. სამხრეთ კავკასია გლობალურად პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია არა მარტო ევროპისა და აზიისთვის, არამედ მსოფლიო დონეზეც, ვართ მიმზიდველი და ღია ეკონომიკით. საქართველოს მონაცემებს როცა ვუყურებთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ძალიან შთამბეჭდავია. ეს რიცხობრივი მაჩვენებლები სტრუქტურირებული რეფორმების შედეგია, რომლებიც უკვე განხორციელდა ათწლეულების განმავლობაში. კორუფციის დაბალი დონე, ასევე ღია ეკონომიკა, დაბალი გადასახადები კარს უხსნის ინვესტორებს. ამით ძალიან ვამაყობთ და ძალიან ბევრს ბეჯითად ვმუშაობთ, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ ვავითარებთ პარტნიორობებს და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
,,მიდის ქართველი ხალხის დაკომპლექსება, რომ თავი ვიგრძნოთ მეორე ხარისხოვან ადამიანებად''- შალვა პაპუაშვილი
,,მათი მიზანია საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება''- შალვა პაპუაშვილი
,, ევროკავშირის საელჩო ამტკიცებს, რომ „ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა“ - შალვა პაპუაშვილი
„მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცენ ყველა კითხვას პასუხი ''- შალვა პაპუაშვილი
მოჰამედ ალი ალაბარი - ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან და არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას, მათი ეკონომიკური ზრდა საქართველოზე გაცილებით ნაკლებია
„ჩვენ გვინდა, რომ შუა დერეფანი იყოს ისეთი მარშრუტი, რომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნება, არამედ - მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი"- ოსმან ბოირაზი
საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული-ირაკლი კობახიძე
საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს, ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარება შთამბეჭდავია, კორუფციის დაბალი დონე კარს უხსნის ინვესტორებს, ვმუშაობთ, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი
"ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ"-ნიკოლ ფაშინიანი
გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს -ირაკლი კობახიძე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე: პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ - საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის
ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
არცერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის, ეს ორი ადამიანი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა, როგორც პარტაქტივი-ირაკლი კობახიძე
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე
იმედი გვაქვს, პოლიტიკა გადაიხედება და საბოლოო ჯამში, ევროკავშირი შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ -ირაკლი კობახიძე