"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით, ჩვენ ვამყარებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს" -ლაშა აბაშიძე

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ პანელურ დისკუსიაში - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის" მიიღო მონაწილეობა.

ლაშა აბაშიძემ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრა.

„მინდა, ორ პროექტზე გავამახვილო ყურადღება: პირველი არის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და მეორე გახლავთ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი. პირველი პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 10 ხიდი, 6 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი (8 კმ-ზე სიგრძის) სრულად დავასრულეთ და ახალი სარკინიგზო ხაზი გავიყვანეთ. გვქონდა გარკვეული შეზღუდვები სიჩქარესთან დაკავშირებით, სხვა შეფერხებებიც, მაგრამ ახალი პროექტის ფარგლებში ეს ყველაფერი უკვე აღმოფხვრილია. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს, ის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში - აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ახალ ტერმინალს ახალქალაქში, რომელიც იქნება დამაკავშირებული სექცია ცალკეული ოპერაციების შესასრულებლად. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით ჩვენ ვიღებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს. ამ პროექტს აქვს შესაძლებლობა, ხუთი მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანოს ერთდროულად. მომავალი წლიდან დავიწყებთ აქტიურად გაუმჯობესებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ ორი პროექტით 2027 წლისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უსაფრთხოება და სარკინიგზო გადაზიდვები უფრო სწრაფად განხორციელდება.

„ჩვენ უკვე გადავერთვებით ახალ ხაზებზე, აღარ დაგვჭირდება სიჩქარის შეზღუდვის რეგულაციების გათვალისწინება. მთიან მონაკვეთს გავივლით შეუფერხებლად. შესაბამისად, იზრდება მოცულობა, ტვირთის მიწოდება უფრო დროული იქნება. ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე. მოდერნიზიაცია უკვე დასრულებულია, ახლა ვიწყებთ გადართვას ახალ ხაზებზე. დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
"სახელმწიფო იქნება 6,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, ასევე მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრე"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს''- მოჰამედ ალაბარი
,,მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით''- ინგა ფხალაძე
,,მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს ფორუმი თითოეული ჩვენგანისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნის''- Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე
,,საკანონმდებლო სისტემის ღიაობა ქმნის ინვესტიციების საფუძველს'' - Trammo, Inc.-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი
„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა''- მარიამ ქვრივიშვილი
კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს-ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
მოჰამედ ალი ალაბარი: „ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია"
„საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში"- მარიამ ქვრივიშვილი
გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის ფუნქცია დაგვეკისროს - ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს -ირაკლი ნადარეიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა
"ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებით და აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა"-ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი
"შუა დერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასაძლირებლად 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ"-აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ოქტომბერს
"საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით"-მარიამ ქვრივიშვილი
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით, ჩვენ ვამყარებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს" -ლაშა აბაშიძე
„საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია ასრულებს და შეასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის" -სერბეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.