"საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით"-მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს მთავრობას მართლაც დიდი ვალდებულება აქვს აღებული, რომ განავითაროს სტრატეგიული პროექტები და განაგრძოს შუა დერეფნის გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, შუა დერეფანთან დაკავშირებით გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილმა შუა დერეფნის პროექტში საქართველოს როლზე ისაუბრა.

ქვრივიშვილის თქმით, საქართველოში მასობრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია შუა დერეფანში.

„ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ზუსტად ეს პარტნიორული ქვეყნები არიან ძალიან მნიშვნელოვანი, ვახორციელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რათა მეტად კონკურენტუნარიანები გავხდეთ, მეტი ღირებულება შევძინოთ ჩვენს ქვეყნებს.

რასაკვირველია, ეს ყველაფერი ჩვენ გვაერთიანებს და საქართველოს მთავრობას მართლაც დიდი ვალდებულება აქვს აღებული, რომ განავითაროს სტრატეგიული პროექტები და განაგრძოს შუა დერეფნის გაძლიერება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს როლზე, რა თქმა უნდა, მთავრობა უზრუნველყოფს და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს როლი გამოიკვეთოს შუა დერეფანში. პირველი, რასაც ჩვენი მხრიდან ვახორციელებთ, არის, რომ თანხვედრაში ვიყოთ პარტნიორ ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და მუდმივად გვაქვს ხოლმე საუბარი ამ თემაზე. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა გამოვავლინოთ არსებული დაბრკოლებები და იდენტიფიცირების შემდეგ, გვაინტერესებს, რა არის ის სფერო, სადაც თითოეულმა ქვეყანამ თავისი საშინაო დავალება უნდა შეასრულოს და დამოუკიდებლად იმუშაოს. რაც შეეხება საქართველოს, ძალიან მნიშვნელოვანი, მასობრივი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება საქართველოში და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე, ამას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია შუა დერეფანში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ოთხ პროექტზე.

„პირველი არის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება. როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ საქართველოს რკინიგზაში და ამით უკვე ვაორმაგებთ გამტარუნარიანობას, ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე. მომავალი წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას და უზრუნველყოფს, რომ საქართველოს რკინიგზას ჰქონდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურა, უფრო მეტი წვდომა ფინანსებზე, რათა უფრო მეტი საქონელი და ტვირთი გაატაროს, იყოს კარგი პარტნიორი აბრეშუმის გზის ქვეყნებისთვის. ამავდროულად. საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფრო უწყვეტად გავაგრძელოთ ჩვენი პოზიცია, როგორც სატრანზიტო ჰაბისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად. ასევე, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სრულად გვაქვს აღებული ვალდებულება, განვახორციელოთ ისეთი დიდი პროექტები, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზღვაო პორტის ოპერაციებზე, მოკლედ მინდა მოგახსენოთ, რომ ამჟამად ვახორციელებთ ინფრასტრუქტურას, რათა ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა გავაძლიეროთ. ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოები მიმდინარეობს და საკმაოდ დიდი თანხა არის ჩადებული. ჩვენ ვაპირებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2029 წლის დასაწყისში, ან 2028 წლის ბოლოსაც ჩავუშვათ და ანაკლია ძალიან დიდ შესაძლებლობას შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე, ეს იქნება შესაძლებლობა, უფრო მეტი საქონლის გადაზიდვა და ტრანზიტი განხორციელდეს.

ახალი აეროპორტის გახსნა არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და რა თქმა უნდა, ეს ეხება ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორებს. იზრდება ეს სექტორები და ხაზი უნდა გავუსვათ, რომ სატრანსპორტო სექტორიც, მათ შორის ტურიზმის სექტორიც მართლაც ვითარდება. ამ სექტორებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ და დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკაში, აჩვენებს ძალიან დიდ ზრდას, როგორც ყოველწლიურად, ასევე კვარტალურად.

ტურიზმი იზრდება, ასევე იზრდება მგზავრთნაკადი. სამი საერთაშორისო აეროპორტი გვაქვს, ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ახალი აეროპორტის მშენებლობას ვიწყებთ. 20 მილიონი იქნება გამტარუნარიანობა და ეს უფრო დიდია, ვიდრე დედაქალაქში უკვე არსებული აეროპორტი. ჩვენ უკვე გავაკეთეთ წინასწარი შეფასება, ტექნიკური შეფასება და ჩვენი შეფასებით, აეროპორტის ოპერირება დაიწყება 2032 წლის დასაწყისში. ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყნისათვის, რომ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პოზიცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, როგორც ტვირთის, ასევე მგზავრთა გადაყვანისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ განვავითაროთ ავტომაგისტრალის ინფრასტრუქტურა, რომ საქართველო დაუკავშირდეს სხვა ქვეყნებს. ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ უშუალოდ რეგიონები იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან, რაც ასევე დიდ ღირებულებას შეგვძენს, როგორც ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შუა დერეფნისთვის.

საქართველოს მთავრობა ერთგულად განაგრძობს ამ გზაზე სვლას და ჩვენ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ, მხარს ვუჭერთ ამ პარტნიორობას. დიახ, ჩვენ ვამაყობთ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვართ, მაგრამ დრო რომ გადის და გადაზიდვის და სამგზავრო ნაკადები უფრო აქტიურდება, გვჭირდება ამაზე ადაპტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს ყველაფერი ავსახოთ ჩვენს საქმიანობაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, შუა დერეფნის მიმართულებით, რამდენად მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საქართველომ დაბრკოლებების დაძლევაში?, – მარიამ ქვრივიშლმა უპასუხა: „გუნდური მუშაობა – სწორედ ეს აჩვენა ყველა პარტნიორმა ქვეყანამ და ჩვენ მართლაც დიდ პროგრესს მივაღწიეთ უკვე. დიდი კონკურენტუნარიანობა ვაჩვენეთ ერთობლივად. ეს არის სამუშაო პროცესი, რადგან თვითონ სამყარო, განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ხოლმე ტრანსპორტზე, ეს ყველაფერი არის ძალიან კონკურენტული. ასევე, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს რეალობასთან პირისპირ დგომა. ამიტომ უნდა ვიყოთ უფრო კონკურენტული. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, სერვისები არის დიგიტალიზებული და თავიდან ბოლომდე, საბოლოო მომხმარებლამდე პროცესი უნდა იყოს ძალიან ეფექტიანი, ხარჯთეფექტური და  ძალიან უმტკივნეულო. ეს არის საქმიანი პროცესი და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მე შემიძლია, დავამატო, არის გაციფრულება, ანუ დიგიტალიზაცია“.





მსგავსი სიახლეები
"სახელმწიფო იქნება 6,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის თანაპარტნიორი, ასევე მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრე"-მარიამ ქვრივიშვილი
"საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს''- მოჰამედ ალაბარი
,,მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით''- ინგა ფხალაძე
,,მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს ფორუმი თითოეული ჩვენგანისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნის''- Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე
,,საკანონმდებლო სისტემის ღიაობა ქმნის ინვესტიციების საფუძველს'' - Trammo, Inc.-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი
„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა''- მარიამ ქვრივიშვილი
კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს-ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
მოჰამედ ალი ალაბარი: „ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია"
„საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში"- მარიამ ქვრივიშვილი
გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის ფუნქცია დაგვეკისროს - ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს -ირაკლი ნადარეიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა
"ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებით და აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა"-ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი
"შუა დერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასაძლირებლად 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ"-აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ოქტომბერს
"საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით"-მარიამ ქვრივიშვილი
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით, ჩვენ ვამყარებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს" -ლაშა აბაშიძე
„საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია ასრულებს და შეასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის" -სერბეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.