პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს.

ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, კობა ხუნდაძეს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან – გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის – კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის – მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენ მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით“, – აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.





მსგავსი სიახლეები
თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
,, ევროკავშირის საელჩო ამტკიცებს, რომ „ტერორისტებთან მიმოწერა ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა“ - შალვა პაპუაშვილი
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორება საქართველოსთან''- სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის პირველი მოადგილე
,,ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე'' - შსს განცხადებას ავრცელებს
,,საკანონმდებლო სისტემის ღიაობა ქმნის ინვესტიციების საფუძველს'' - Trammo, Inc.-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი
პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს-ირაკლი კობახიძე
,,2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაშთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა''- ნიკა ობოლაძე
21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
"ცალკეულმა მედიასაშუალებებმა და ინტერნეტგვერდებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ღვარცოფმა ენგურჰესი დააზიანა, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება"-"ენგურჰესი"
ელინა ვალტონენი ევროპელ ჯო უილსონად ყალიბდება, ადამიანად, რომელიც პირადი ინტერესების საფუძველზე მზად არის, ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ მანიპულაციებად აქციოს -ლევან მახაშვილი
საქართველოს არჩეული აქვს ევროპული მომავალი, ახლა არ მაქვს მტკიცებულება, რომ არჩევნები სამართლიანი არ ყოფილა, თუ ეს ასე არ არის, ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ-ქსავიე ბატელი
საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია-ელინა ვალტონენი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის დედის საგამოძიებო უწყებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
პარტიების აკრძალვა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა, პირდაპირ ურტყამს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ საქართველო მულტიპარტიული დემოკრატიაა -თაზო დათუნაშვილი
ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ არავის შერჩებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობა, ყველა უნდა შეეგუოს დღეს იმას, რომ კანონი აღსრულდება თითოეული სამართალდამრღვევის მიმართ -ირაკლი კობახიძე
ევროპა ომის მომხრე ფსიქოზითაა შეპყრობილი - ვიქტორ ორბანი
სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემურია სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის, ამ კუთხით შესაცვლელია მდგომარეობა-ირაკლი კობახიძე