საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული-ირაკლი კობახიძე

რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნესოპერაციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - Georgia - Nexus For Investment - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას.

„ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში უმაღლეს მაჩვენებლებზეა გასული. ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის კავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად, საქართველო 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს.

ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ამ მიღწევის ასახვაა ის, რომ საქართველო პირველად იქნა აღიარებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ წარმოებული „მარეგულირებელი შეზღუდვების არმქონე ქვეყნების ინდექსში", 80-ზე მეტ ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა და გამოირჩევა ინვესტიციებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკით. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს.

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას. კვლავ ღია ვართ ძლიერი, მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, რათა წინ წავწიოთ მდგრადი ზრდისკენ მიმართული საერთო მიზნები", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,მიდის ქართველი ხალხის დაკომპლექსება, რომ თავი ვიგრძნოთ მეორე ხარისხოვან ადამიანებად''- შალვა პაპუაშვილი
,,მათი მიზანია საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება''- შალვა პაპუაშვილი
„მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცენ ყველა კითხვას პასუხი ''- შალვა პაპუაშვილი
მოჰამედ ალი ალაბარი - ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან და არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას, მათი ეკონომიკური ზრდა საქართველოზე გაცილებით ნაკლებია
„ჩვენ გვინდა, რომ შუა დერეფანი იყოს ისეთი მარშრუტი, რომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნება, არამედ - მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი"- ოსმან ბოირაზი
საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული-ირაკლი კობახიძე
საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს, ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარება შთამბეჭდავია, კორუფციის დაბალი დონე კარს უხსნის ინვესტორებს, ვმუშაობთ, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი
"ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ"-ნიკოლ ფაშინიანი
გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს -ირაკლი კობახიძე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე: პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ - საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის
ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
არცერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის, ეს ორი ადამიანი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა, როგორც პარტაქტივი-ირაკლი კობახიძე
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე
იმედი გვაქვს, პოლიტიკა გადაიხედება და საბოლოო ჯამში, ევროკავშირი შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ -ირაკლი კობახიძე
პარლამენტის შემდეგ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტიც შეწყვიტა