ბოლო 24 საათში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი: ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ. დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

„შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, მოახდენენ სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი-სუს-ი
ბოლო 24 საათში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა-გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე "საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის" ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კახეთში ერთი პირი დააკავეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
პენიტენციური სამსახური მედიაში ბრალდებული კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 14 პირია დაკავებული -ვაჟა სირაძე
„რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის-იუსტიციის სამინისტრო
სასამართლომ ქეთა ციცქიშვილს ხუთდღიანი, თეიმურაზ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს ექვსდღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა - მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს
სასამართლომ 18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული რამდენიმე ადამიანი გათავისუფლეს
"დღეს, შსს-მ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ" - ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ გუშინდელი აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანა