მოჰამედ ალი ალაბარი - ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან და არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას, მათი ეკონომიკური ზრდა საქართველოზე გაცილებით ნაკლებია

საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მაჩვენებლებსა და ტენდენციებს თუ შევხედავთ, ჩანს, მომავალშიც გაიზრდება ფასები, ყველაფერი მიუთითებს, რომ მუდამ უკეთესობისკენ ვივლით , – ამის შესახებ ამის შესახებ EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.

როგორც ალაბარმა აღნიშნა, თბილისში სეირნობისა და ქართული კერძების დაგემოვნების შემდეგ მიხვდა, რომ საქართველო საუკეთესო ადგილი იყო.

„ჩვენც პატარა ბაზრიდან ვართ. ვიცით, როგორ შეიძლება ბიზნესის კეთება პატარა ბაზარზე. არაბთა გაერთიანებული საამიროები არ არის დიდი ბაზარი. ჩვენ ასეთი ზომის ბაზარი კომფორტულად მიგვაჩნია. ეს არის გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმების კვალი, რაც საქართველოს აქვს. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებზე არ ვისაუბრებ, ვისაუბრებ იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს. აქვე მინდა, ვთქვა, რომ 20-ზე მეტ ქვეყანაში გვაქვს ინვესტიციები, მაგრამ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ქუჩაში გავდივარ და ვსეირნობ. ვნახულობ, რამდენად კომფორტულია გარემო და ატმოსფერო. თბილისი პირველად რომ ვნახე, სასიამოვნოდ გამიკვირდა. ძალიან კარგი შეგრძნება დამიტოვა. შემდეგ შევედი ერთ-ერთ კვების ობიექტში და გავსინჯე ქართული კერძები. მივხვდი, რომ ეს საუკეთესო ადგილი იყო. ძალიან კარგი მიღება მქონდა საქართველოში.

ინვესტორებისთვის იქნება ეს კაპიტალზე მოგება თუ ნებისმიერი სხვა ეკონომიკური პარამეტრი, მე თუ თქვენ მომწონხართ და მიყვარხართ, ეს არის ყველაფრის წინაპირობა. აი, ამ მაჩვენებლების და პარამეტრების გარდა, საქართველოში ვაკვირდებით, რა ხარჯები უკავშირდება მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვნახულობთ, როგორი იქნება ჩვენი შემოსავალი, როგორ გაიყიდება ჩვენი უძრავი ქონება, როგორი იქნება ტურიზმის მოზიდვის მაჩვენებლები. ეს ყველაფერი პოზიტიურია და მარტივი მაჩვენებლები მინდა გაგიზიაროთ. თუ შევხედავთ საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მაჩვენებლებს და ტენდენციებს, ვხედავთ ნახტომისებურ მაჩვენებელს. ვხედავთ, რომ მომავალშიც გაიზრდება ფასები, რადგან მოთხოვნა-მიწოდების პრინციპია. ყველაფერი მიუთითებს იქითკენ, რომ მუდამ უკეთესობისკენ ვივლით“, – განაცხადა ალაბარიმ.

ალაბარის თქმით, საქართველოში ინვესტიციით სხვა ინვესტორებსაც მიეცემათ მოტივაცია და ინვესტიციათა კონცენტრაცია მოხდება.

„ცოტათი უკან დავიხიოთ და შევხედოთ, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში დაახლოებით 50 წლის წინ. თანამედროვე საქართველოს იმასთან თუ შევადარებთ, ყველა ახალგაზრდა სახელმწიფოები ვართ. ჩვენ გვჭირდება გზები, სკოლები, სასტუმროები, ამიტომ ამ პრიზმიდან ვუყურებ ამ პროექტს. ყველაფერი პრინციპში უკავშირდება იმ დადებით მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და ა.შ. რაც უკვე ვახსენეთ. 9 პროცენტიანი ზრდა, თუნდაც 7 პროცენტიანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითი და მიზეზია. ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია. ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან, რატომ არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას. ყველაფერს გავაშენებთ, რესტორნები იქნება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი კომპლექსები. ამ ყველაფრის მიღმა, ჩვენი წვლილი მოტივირების კუთხით არის ძალიან დიდი. სხვა ინვესტორების მოტივაციას მოვახდენთ. ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში მოხდება ინვესტიციების კონცენტრაცია. თქვენ რომ მიმოიხედოთ, დაინახავთ, რომ ეს სახელმწიფო ახალგაზრდაა. მე მინახავს, მიცხოვრია ახალგაზრდა დედაქალაქში, ახალგაზრდა სახელმწიფოში და მსგავსი გამოცდილება დამიგროვდა. როდესაც ვუბრუნდებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას, ამ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კარგი ცხოვრება, ჰარმონია და ატმოსფერო“, – აღნიშნა EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის პოლიტიკა, ალაბარმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ლიდერებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„აქაც მინდა ვთქვა, რომ  კარგი ხელმძღვანელობა ჩემს სახლში, თქვენს კომპანიაში თუ არ არსებობს, არც ოჯახი იარსებებს და არც ორგანიზაცია. ორგანიზაციას, ქვეყანას, ოჯახს სჭირდება ძლიერი თავი, ძლიერი ხელმძღვანელი. შენობის ასაგებად მჭირდება დაახლოებით 10 წელი. მე არ მინდა, რომ რაიმე შემეშალოს ამ პროცესში, რაიმე იყოს ბარიერი ან დაბრკოლება. მდგრადობა, უკეთესი გარემოს შექმნა ჩვენი ხალხისთვის – ეს არის გადამწყვეტი. მე ბავშვობაში ღარიბი ვიყავი, მაგრამ ბევრი ფული რომ ვიშოვე, მერე ეკონომიკური განვითარების გარდა, ჰარმონიაზე ვფიქრობ. ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, დარგობრივი პოლიტიკის სისწორეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აღმოსავლეთი არის ცხელი წერტილი, ავღანეთი იქნება თუ ირანი, იემენი თუ ისრაელი, ღაზას სექტორი, სირია, ეს არის ძალიან ცხელი წერტილები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამ სამეზობლოში ძლიერი საქართველოს, ბრძნული საქართველოს, სტაბილური ხელმძღვანელობის მქონე საქართველოსთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია.

ქვეყანამ მოიზიდა მდიდარი ადამიანი, რომელიც აქ ეძებს და პოულობს მშვიდობას, სტაბილურობას, კარგ ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ამიტომ, ვიტყოდი, რომ რეალურად ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, მხარი დავუჭიროთ ამ ძლიერ, გონივრულ ხელმძღვანელობას. დედამიწა ძალიან პატარა ადგილია. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველას გვინდა ზრდა და განვითარება. ჩვენ, გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს განვითარება, ამერიკის განვითარება, ევროპის განვითარება და გაზრდა გვინდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ხელმძღვანელობას და ლიდერებს“, – განაცხადა მოჰამედ ალი ალაბარმა.





მსგავსი სიახლეები
,,მიდის ქართველი ხალხის დაკომპლექსება, რომ თავი ვიგრძნოთ მეორე ხარისხოვან ადამიანებად''- შალვა პაპუაშვილი
,,მათი მიზანია საქართველოში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება''- შალვა პაპუაშვილი
„მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცენ ყველა კითხვას პასუხი ''- შალვა პაპუაშვილი
მოჰამედ ალი ალაბარი - ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან და არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას, მათი ეკონომიკური ზრდა საქართველოზე გაცილებით ნაკლებია
„ჩვენ გვინდა, რომ შუა დერეფანი იყოს ისეთი მარშრუტი, რომელიც არა მარტო სანდო და დასაყრდენი იქნება, არამედ - მეტად გამტარი და მეტი შესაძლებლობების მომცემი"- ოსმან ბოირაზი
საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული-ირაკლი კობახიძე
საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ჩვენს ქვეყანას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს, ის საიმედო სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს -ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკური განვითარება შთამბეჭდავია, კორუფციის დაბალი დონე კარს უხსნის ინვესტორებს, ვმუშაობთ, რათა ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის -მაკა ბოჭორიშვილი
"ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ"-ნიკოლ ფაშინიანი
გასული ათი წლის განმავლობაში დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი-ირაკლი კობახიძე
დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს -ირაკლი კობახიძე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე: პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ - საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის
ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
არცერთი ჟურნალისტი დაკავებული არ არის, ეს ორი ადამიანი კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა, როგორც პარტაქტივი-ირაკლი კობახიძე
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით -ირაკლი კობახიძე
იმედი გვაქვს, პოლიტიკა გადაიხედება და საბოლოო ჯამში, ევროკავშირი შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ -ირაკლი კობახიძე
პარლამენტის შემდეგ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბოიკოტიც შეწყვიტა