გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის ფუნქცია დაგვეკისროს - ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს -ირაკლი ნადარეიშვილი

„საქართველო ისტორიულად გახლავთ ე.წ. ლოგისტიკური და სატრანზიტო ჰაბი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით. ქვეყანა კიდევ უფრო ავითარებს ამ როლს და მეტ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის კონტექსტში იმისთვის, რომ საქართველოს პოზიცია კიდევ უფრო განმტკიცდეს და აღმოსავლეთ რეგიონში მთელი რიგი ქვეყნისთვის ერთგვარ კარიბჭედ ვიქცეთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პანელურ დისკუსიაზე - „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლისთვის მზადმყოფი სამყარო“

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყნის მიზანია ინოვაციური ეკონომიკისა და დიგიტალიზაციის გაციფრულების მიმართულებით განვითარება.

„ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ბუნებრივად გადავიდეთ შემდეგ სტატუსზე და გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის როლი დაგვეკისროს. ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს და გულისხმობს, რომ საქონლისა და ენერგიის გამტარიანობის გარდა, სხვა მიმართულებითაც გვინდა განვითარება“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

როგორც პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ მონაცემთა გადაცემასა და შენახვაზე მზარდი მოთხოვნა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. მისი განმარტებით, ინტერნეტ-ტრაფიკზე 40%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ხოლო 50%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებენ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ამიტომ ფოკუსირება ხდება ინფრასტრუქტურაზე, რათა ინვესტირება მოხდეს გარკვეულ უნარებსა და შესაძლებლობებში.

პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა, საქართველოს მიმზიდველობაზე ინვესტირებისა და ბიზნესის კეთების კუთხით.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება GNET-სა და ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან მოქნილი საკანონმდებლო ბაზა და საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს ტექნოლოგიურ კომპანიებს, ამ მიმართულებით ინვესტიციები აქტიურად განახორციელონ. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, რომ ქვეყანა ციფრული ჰაბის მიმართულებითაც განვავითაროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ციფრულ-ბოჭკოვანი პროექტების განხორციელების კუთხით. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა პროექტ Log in Georgia-ს, რომლის ფარგლებში ინტერნეტი მიეწოდება ქვეყნის ყველაზე შორეულ რეგიონებსაც კი, ასევე კომპანია Starlink-ის შემოსვლას, რომელიც უზრუნველყოფს, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სერვისის მიწოდებას.

„დღეისთვის მოსახლეობის, დაახლოებით, 99%-ს აქვს წვდომა მობილურ სერვისებზე და დაახლოებით 70%-ზე მეტს აქვს ე.წ. 5G ინტერნეტი, თითქმის 100%-ზე მეტს კი აქვს ფართოზოლოვანი სერვისები“,- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკისა და სტრატეგიული ხედვის კიდევ ერთი მიმართულება არის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ციფრული ეკონომიკის განვითარებას, ციფრული საზოგადოების გაძლიერებასა და გაფართოებას მოიცავს.

აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში ირაკლი ნადარეიშვილის გარდა მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის პირველი მოადგილე გევორგ მანთაშიანი, ევროპის ბაზრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და Nokia -ს გერმანული ოფისის ხელმძღვანელი როლფ ვერნერი, Google-ის ცენტრალური აზიის კავკასიის, განვითარებადი ბაზრების, მთავრობასთან ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელი ოლგა რეისი, UPU International Bureau-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარჯან ოსვალდი და მსოფლიო ბანკის ციფრული პრაქტიკის მენეჯერი, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი იზაბელ ნეტო.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს''- მოჰამედ ალაბარი
,,მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით''- ინგა ფხალაძე
,,მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს ფორუმი თითოეული ჩვენგანისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნის''- Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე
„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა''- მარიამ ქვრივიშვილი
კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს-ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
მოჰამედ ალი ალაბარი: „ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია"
„საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში"- მარიამ ქვრივიშვილი
გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის ფუნქცია დაგვეკისროს - ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს -ირაკლი ნადარეიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა
"ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებით და აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა"-ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი
"შუა დერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასაძლირებლად 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ"-აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ოქტომბერს
"საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით"-მარიამ ქვრივიშვილი
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით, ჩვენ ვამყარებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს" -ლაშა აბაშიძე
„საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია ასრულებს და შეასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის" -სერბეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი