ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროკურორ ლაშა ფანჩულიძის თქმით, კაკაბაძემ პირადი მიზნებისთვის მოიხმარა ფედერაციის კუთვნილი თანხა, რომლის ნაწილიც - 350 000 დოლარის ფსონი მან "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო.

ფანჩულიძის განმარტებით, ბრალდებულს ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული და უკან 40 000 ლარი დააბრუნა.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, კაკაბაძეს დიდი ფინანსური რესურსი აქვს, მინიმუმ, ნახევარი მილიონი ლარი, ამასთან, 45-ჯერ აქვს საზღვარი გადაკვეთილი, შესაბამისად, მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

კაკაბაძის ადვოკატის, შოთა მანელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობდა და მისი "ასეთი ფორმით" დაკავების საჭიროება არ იყო.

მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რისი დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია აქვს. მას გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა პრობლემები აწუხებს.

ადვოკატმა სასამართლოს კაკაბაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, ასევე სასამართლოს მისი გაზრდაც და სხვა, დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც შესთავაზა.

კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "კანონმორჩილი ადამიანია".

"ცოტა ჩემთვის მოულოდნელი იყო, რაც ბატონმა პროკურორმა აღნიშნა. რაც შეეხება კაზინოს, კაზინოშიც ვყოფილვარ, მაგრამ ამხელა თანხებზე... პანდემია სანამ დაიწყებოდა, კაზინოში არ შევსულვარ, კაზინო აკრძალული არაა, მაგრამ არ ვყოფილვარ. ადრე ვყოფილვარ, არც მიჩნდება სურვილი.

გაუგებარია აუდიტის დასკვნა. შევქმნათ კომისია, რომ ეს გაუგებრობა არ იყოს... 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავე და შევქმენი ნულიდან, გვყავდა ლეგენდები, მაგრამ წარმატებული ფედერაცია შევქმენი. ძალიან გული მწყდება, გაუგებრობაში რომ მოვხვდი. არასდროს დავმალულვარ, ეს თანხები ფედერაციის სასარგებლოდ იხარჯებოდა, რაღაც თანხები იყო კი, ბენზინი ხომ უნდა ჩამესხა მანქანაში",- განაცხადა კაკაბაძემ.

 

პროკურორმა ლაშა ფანჩულიძემ აღნიშნულის საპასუხოდ განაცხადა, რომ კაკაბაძეს 105 000 ლარი აქვს წაგებული.

ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ზურაბ კაკაბაძეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან.

კაკაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მსგავსი სიახლეები
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი-სუს-ი
ბოლო 24 საათში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა-გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე "საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის" ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კახეთში ერთი პირი დააკავეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
პენიტენციური სამსახური მედიაში ბრალდებული კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 14 პირია დაკავებული -ვაჟა სირაძე
„რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის-იუსტიციის სამინისტრო
სასამართლომ ქეთა ციცქიშვილს ხუთდღიანი, თეიმურაზ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს ექვსდღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა - მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს
სასამართლომ 18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული რამდენიმე ადამიანი გათავისუფლეს
"დღეს, შსს-მ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ" - ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ გუშინდელი აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანა