,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, სუს-ში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.

როგორც ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, სუს-ში ჩატარებული ბრიფინგი არის ზოგადი და მოითხოვს კონკრეტიკას, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი ადვოკატებთან ერთად მიაწვდის.

„გამოძიების ამ ეტაპზე, კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატები აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას. ამ საქმესთან დაკავშირებით, ბრიფინგი, რომელიც ჩატარდა, არის ზოგადი, მოითხოვს დაკონკრეტებას და ამის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით უახლოეს დღეებში“,- აცხადებს ადვოკატი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ელოდება თუ არა მომდევნო დღეებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას, თუ არ იქნება აღნიშნული ღონისძიება გამოყენებული, რადგან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატი პასუხობს:

„საინტერესოა, რას ვეძახით გამოძიებასთან თანამშრომლობას. როგორც ვთქვი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების კომენტარებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის [ირაკლი ღარიბაშვილის] დაკავებას“,- აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს, ადვოკატი პასუხობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ბიზნესმენი იყო და ფინანსებს მართავდა – ბრალი ამ ეტაპზე არ წარდგენია.

„რა ქმედებებს? გარკვეული თანხის არსებობასთან დაკავშირებით კი, ბატონო. წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი იყო ბიზნესმენი, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია და, რა თქმა უნდა, ის მართავდა გარკვეულ ფინანსებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იყო დაკითხული. მას ბრალი არ წარდგენია. გამოძიება და პროკურატურაც უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ბრალის როგორ ფორმულირებას შემოგვთავაზებენ. აუცილებლად ვისაუბრებთ ყველა დეტალზე, ძალიან მალე“,- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი დღეს გამოიკითხა მოწმის სახით.





მსგავსი სიახლეები
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი-სუს-ი
ბოლო 24 საათში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 12 პირი დააკავეს
არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა-გავრცელებისთვის ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტზე "საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის" ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის კახეთში ერთი პირი დააკავეს
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზაზე, 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
პენიტენციური სამსახური მედიაში ბრალდებული კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის 14 პირია დაკავებული -ვაჟა სირაძე
„რაფაელოს“, „ქინდერისა“ და ყავის რამდენიმე სახეობის ფალსიფიცირების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის-იუსტიციის სამინისტრო
სასამართლომ ქეთა ციცქიშვილს ხუთდღიანი, თეიმურაზ სარალიძესა და საბა ჯაფარიძეს ექვსდღიანი, ხოლო ნინო ბერუაშვილს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა - მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს
სასამართლომ 18 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლევან ჯობავასა და შალვა ჩუბინიძეს 14-14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული რამდენიმე ადამიანი გათავისუფლეს
"დღეს, შსს-მ 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავა, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს კიდევ 13 პირის მიმართ" - ალექსანდრე დარახველიძე
პოლიციამ გუშინდელი აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანა