,,მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით''- ინგა ფხალაძე

„საქართველო მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს როგორც ადგილობრივ, ისე - უცხოელ ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც ჰიდრო, ასევე - მზისა და სხვა სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „ენერგეტიკული გზაჯვარედინი: არჩევანი უსაფრთხო მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა და ყურადღება გაამახვილთბილისისა დარგის განვითარების სამთავრობო ხედვაზე, მათ შორის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების კუთხით.

„საქართველომ მდგრადი და ტრანზიტული ქვეყნის ფუნქცია რომ გააძლიეროს, დამატებითი ღონისძიებებია განსახორციელებელი. ყურადღებას გავამახვილებ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც გაზრდის ექსპორტის პოტენციალს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, როლს“, - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა წყალბადის სამოქმედო გეგმა და გზამკვლევი.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, გადამცემი ქსელების განახლებაზე, დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სხვა პრიორიტეტებზე.

აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში ინგა ფხალაძესთან ერთად მონაწილეობდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების სახელმწიფო მდივანი პეტერ სტარაი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ელნურ სოლტანოვი.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოს ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს''- მოჰამედ ალაბარი
,,მთავრობა აქტიურად ეხმარება და ხელს უწყობს ინვესტორებს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნით''- ინგა ფხალაძე
,,მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს ფორუმი თითოეული ჩვენგანისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნის''- Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე
„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა''- მარიამ ქვრივიშვილი
კომპანია Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიცია ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს მზარდი მიმზიდველობა აქვს, როგორც ინოვაციებისა და შესაძლებლობების რეგიონულ ჰაბს-ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
მოჰამედ ალი ალაბარი: „ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია"
„საქართველოს დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში"- მარიამ ქვრივიშვილი
გვაქვს ამბიცია, ციფრული ჰაბის ფუნქცია დაგვეკისროს - ეს არის ახალი და ძალიან ბუნებრივი როლი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს -ირაკლი ნადარეიშვილი
მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრთან შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა
"ძალიან ვართ დაინტერესებული შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებით და აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენთვის განსაკუთრებული ღონისძიებაა"-ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი
"შუა დერეფნის ქვეყნებში ინფრასტრუქტურის გასაძლირებლად 2028 წლამდე 3 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვაპირებთ"-აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
რა ეღირება დოლარი და ევრო 23 ოქტომბერს
"საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით"-მარიამ ქვრივიშვილი
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით, ჩვენ ვამყარებთ ახალ კავშირებს, რაც შუა დერეფნისთვის ახალი პარტნიორების მოძიების საშუალებას გვაძლევს" -ლაშა აბაშიძე
„საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია ასრულებს და შეასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის" -სერბეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის." მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით. "ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
"ეკონომიკური პროექტები სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს"-ნიკოლ ფაშინიანი
"ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა"-თამარ იოსელიანი