გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს - კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

დეველოპერ კობა ხუნდაძეს, რომელიც, პროკურატურის განმარტებით, სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან არის დაკავშირებული, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მის წინააღმდეგ გამოძიება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და ლეგალიზების ბრალდებით მიმდინარეობს.  კობა ხუნდაძე,  თავს  დამნაშავედ არ თვლის და დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად, არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.

სამშენებლო კომპანია "დაგის" 100%-იანი წილის მფლობელს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს 81 ერთეული უძრავი ქონება თბილისში და მრავალჯერადი ფულადი ტრანზაქციები, რომლებითაც ხუნდაძემ, პროკურატურის მტკიცებით, მილიონების წარმოშობა დამალა. სწორედ მის ერთ-ერთ ბინაში იქნა აღმოჩენილი ჩხრეკის შედეგად 1 300 000 დოლარზე მეტი.

"ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს უსამართლო შემოსავლის ლეგალიზაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას ბრალი აქვს წარდგენილი დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. პროცესზე დასაბუთებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ პატიმრობის გამოყენების საჭიროება. სასამართლომაც გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების პროპორციული სახე. დღეის მდგომარეობით, ის იმყოფება პატიმრობაში. რაც მას ბრალად აქვს წარდგენილი, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე," - აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

პარალელურად, თითქმის სამი მილიონი დოლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ყოფილ მთავარ პროკურორთან - ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელისა და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებიდან.  





მსგავსი სიახლეები
გერმანიიდან საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა - „დოიჩე ველე“
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდა
"ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია''- ლილი გელაშვილი
არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება-ირაკლი ღარიბაშვილი
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაო შეეფარდა
აშშ-ში, 23 წლის უკრაინელი ქალის მკვლელს სიკვდილით დასჯა ემუქრება
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება, დანარჩენ საკითხებზე კომენტარს აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ გავაკეთებთ -ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული-კახა კალაძე
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ 1 მილიონი ლარის გირაოს და ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
ამოღებულია 250 კილოგრამი "ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 80 მილიონ ლარს შეადგენს-შსს
არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს
მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე დიაგნოზის მქონე მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა
გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს - კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
,,ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე'' - შსს განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა