თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას გულისხმობს.

„ყველას კარგად ემახსოვრება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება თბილისში ტრამვაის დაბრუნების შესახებ. დღეს მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გულისხმობს დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას ე.წ. Design-Build მეთოდით", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტრამვაის ხაზი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიას, დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების გადაკვეთიდან.

„ტრამვაის ხაზის მშენებლობის მიზანია, დიდი დიღმის მოსახლეობა მეტროპოლიტენთან დააკავშიროს, რის შედეგადაც, ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს დეპოს მოწყობას. დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრამვაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო- საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სადგომი, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვისცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სახაროვის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის ძლიერი სიგნალია ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებული -გერმანიის საგარეო უწყება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვას ვგეგმავთ შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები და ჩამოგვიყალიბდეს საბოლოო ხედვა
22 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას''- შემოსავლების სამსახური
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
21 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძეს და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორს, გენერალ პოლ ჰოპსლოტს კახეთში ვეტერანმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უმასპინძლეს
პრემიერი - ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში
20 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
წვიმა, ელჭექი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
19 ოქტომბრის ვალუტის კურსი
როგორი ამინდი იქნება 19 ოქტომბერს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს