ამოღებულია 250 კილოგრამი "ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 80 მილიონ ლარს შეადგენს-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შესახებ. სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და აღკვეთილია საერთაშორისო ნარკოტრეფიკის კიდევ ერთი ფაქტი. პოლიციის მიერ ამოღებულია 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს ორი მოქალაქე. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით" საქართველოში, მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის" გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" ამოიღეს. სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ასევე ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს. ჩვენ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვაგრძელებთ კომპლექსურ ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული წარმატებული საპოლიციო ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებს აქვთ შესაბამისი რესურსი, პროფესიონალიზმი, რათა გამოავლინონ და აღკვეთონ მსგავსი სახის დანაშაულები. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული დანაშაულის გამოვლენაში", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
გერმანიიდან საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა - „დოიჩე ველე“
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდა
"ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია''- ლილი გელაშვილი
არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება-ირაკლი ღარიბაშვილი
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაო შეეფარდა
აშშ-ში, 23 წლის უკრაინელი ქალის მკვლელს სიკვდილით დასჯა ემუქრება
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება, დანარჩენ საკითხებზე კომენტარს აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ გავაკეთებთ -ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული-კახა კალაძე
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ 1 მილიონი ლარის გირაოს და ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
ამოღებულია 250 კილოგრამი "ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 80 მილიონ ლარს შეადგენს-შსს
არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს
მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე დიაგნოზის მქონე მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა
გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს - კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
,,ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე'' - შსს განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა