დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
პრეზენტაციაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მიიღო მონაწილეობა, მან პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ახალი პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ელექტრონულ პლატფორმაზე, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. პორტალი უზრუნველყოფს მსურველთა რეგისტრაციას პლატფორმაზე განთავსებული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის, მასწავლებელთა მეთოდური მხარდაჭერის და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით.
ქართული ენის შესწავლის მსურველი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ზვიად გაბისონიამ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, მოადგილე გურამ ჭარელიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრება.
პლატფორმის სანახავად გადადით ბმულზე: https://distancelearning.mes.gov.ge/v2/landing
მსგავსი სიახლეები
დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერების მიზნით ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სახაროვის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის ძლიერი სიგნალია ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებული -გერმანიის საგარეო უწყება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს
23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
გივი მიქანაძე: განათლების რეფორმის კონცეფციის განხილვას ვგეგმავთ შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან არგუმენტირებული პოზიციები და ჩამოგვიყალიბდეს საბოლოო ხედვა
22 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას''- შემოსავლების სამსახური
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
21 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
კობა კობალაძეს და ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორს, გენერალ პოლ ჰოპსლოტს კახეთში ვეტერანმა მევენახეებმა და მეღვინეებმა უმასპინძლეს
პრემიერი - ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში
20 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
წვიმა, ელჭექი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
19 ოქტომბრის ვალუტის კურსი