ცდილობენ ევროკავშირის მტრად წარმოჩენას, ეს უსამართლოა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას-პაველ ჰერჩინსკი

30 წელზე მეტია, ვდგავართ საქართველოს გვერდით, გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს, რადგან  გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ქუთაისში, ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიმართ არსებული ბრალდებები უსაფუძვლო და უსამართლოა.

„მოხარული ვარ, რომ თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ევროპის დღეს აქ, ქუთაისში აღვნიშნავთ. ისტორიულად, ქუთაისი გახლდათ ქვეყნის კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი; ჭეშმარიტად ევროპული იდეების საამქრო. ქუთაისი ერთდროულად არის ტრადიციებისა და თანამედროვეობის ქალაქი, რომელიც ინახავს შთამბეჭდავ წარსულს და ამასთანავე, ისწრაფვის სიახლისკენ.

სწორედ ეს არის ევროპა - მუდმივი სვლა განვითარებისკენ, ერთმანეთის უნიკალური კულტურისა და ტრადიციების პატივისცემით.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც აქვთ დიდი ისტორია. სწორედ ეს ისტორია გვახსენებს თუ „რანი ვიყავით და რანი ვართ" დღეს: მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ღირებულებების ერთობა. 30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზიარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის.

თუმცა, ჩვენ ასევე გვესმის უსაფუძვლო ბრალდებები, ცდილობენ მრავალწლიანი მეგობრობის დაკნინებას, ჩვენს დაყოფას, ევროკავშირის მტრად წარმოჩენას - ეს უსამართლოა! მაინც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას. ნუ დაკარგავთ იმედს. ჩვენც არ ვნებდებით, რადგან ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერასა და მეგობრობას. დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.

დღეს, ჩვენ ხომ ისევ ერთად ყოფნას, საერთო მიღწევებსა და ისტორიას ვზეიმობთ. ვიტოვებთ იმედს, რომ საერთო მომავალსაც ვიზეიმებთ! წინ საქართველო, წინ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ეს ერთადერთია, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს-"ლელო - ძლიერი საქართველო"
ევროკავშირის საელჩოს როცა მიმოწერა აქვს ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ძალადობის ნორმალიზებაა-შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს შეხვდა
ხედავთ, რომ თავად აშშ-ში აპირებენ "ფარას" კანონის გამკაცრებას და სწორედ სენატორი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი -გიორგი გაბუნია
"ნაცებმა" თავიანთი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო "ქოცები" და "გირჩები"-იაგო ხვიჩია
"არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა''- ლევან იოსელიანი
,,საქართველო არ იქნება პირველი სადაც პარტიებს აკრძალავენ''- ლევან იოსელიანი
"ნაცებმა" თავისი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ''- იაგო ხვიჩია
,,რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა''- ლევან იოსელიანი
,,ევროკავშირის პოზიციაა ნებისმიერი ძალადობის დაგმობა''- პაველ ჰერჩინსკი
,,ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს''- პაველ ჰერჩინსკი
სტანდარტული პრაქტიკაა, რომ მოქალაქეები გვწერენ წერილებს და ჩვენ ვპასუხობთ - პაველ ჰერჩინსკი
,,დისკუსიები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება''- ჰერჩინსკი უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე
საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს-პაველ ჰერჩინსკი
,,თუ დასანქცირება უნდათ, ჩვენ დაგვასანქცირონ''- ირაკლი ჭეიშვილი
ცდილობენ ევროკავშირის მტრად წარმოჩენას, ეს უსამართლოა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას-პაველ ჰერჩინსკი
ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ -პაველ ჰერჩინსკი
უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტი მძიმეა, ყოფილი პრემიერი რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად წარიმართოს-მაია ბითაძე
ელჩი როდესაც ხარ და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალიან მძიმეა-კახა კალაძე