"ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია''- ლილი გელაშვილი

 სუს-მა ბრიფინგზე თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან, მავანთა მიერ ეს თანამშრომლობა სხვანაირად იქნა აღქმული.

მინდა განვმარტო, რას მოიცავს თანამშრომლობა – ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიების მიერ დასმულ არცერთ კითხვას არ გაურბის. მან ამის შესახებ განაცხადა გამოძიებასთან და უთხრა, რომ მზად არის, რამდენჯერაც იქნება საჭირო, რა კითხვაც გაუჩნდებათ, უპასუხოს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან იმიტომ, რომ ის არის კანონმორჩილი ადამიანი, მას დანაშაული, მით უმეტეს, ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია.

ერთი დღე არ უცხოვრია თავისი პრემიერ-მინისტრობის დროს ისე, რომ მისი საქმიანობა არ ყოფილიყო ქვეყნის და იმ პარტიის ინტერესებით გამსჭვალული, რომელსაც ის წარმოადგენდა. შესაბამისად, დღემდე რჩება ამ პლატფორმაზე და ხელი რომ არ შეუშალოს გამოძიებას, მზად არის, რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ გასცეს ყველა კითხვაზე პასუხი. აი, ეს არის თანამშრომლობა! სხვათა შორის, ესეც დაუფიქსირა გამოძიებას, – „იმ შემთხვევაშიც, თუ ჩემი ქმედება, რაზეც მე ახლა პასუხებს გცემთ, აღქმული და შეფასებული იქნება სამართლებრივი თვალსაზრისით დანაშაულად, მასზე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე და არ გავურბივარ პასუხისმგებლობას“.- ამის შესახებ,  ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა,  ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა





მსგავსი სიახლეები
გერმანიიდან საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა - „დოიჩე ველე“
სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდა
"ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაული არ ჩაუდენია''- ლილი გელაშვილი
არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება-ირაკლი ღარიბაშვილი
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაო შეეფარდა
აშშ-ში, 23 წლის უკრაინელი ქალის მკვლელს სიკვდილით დასჯა ემუქრება
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს ეთანხმება, დანარჩენ საკითხებზე კომენტარს აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ გავაკეთებთ -ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
გზის გადაკეტვის მცდელობები გარედან არის დაფინანსებული-კახა კალაძე
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ 1 მილიონი ლარის გირაოს და ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
ამოღებულია 250 კილოგრამი "ჰეროინი", რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 80 მილიონ ლარს შეადგენს-შსს
არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს
მიხეილ ყაველაშვილმა მძიმე დიაგნოზის მქონე მსახიობის, დონარა გვრიტიშვილის შვილი შეიწყალა
გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებულ პირს - კობა ხუნდაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
,,ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე'' - შსს განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის დაკავებას“,- ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი
ხელბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბ კაკაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა