,,ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს''- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს.

მისივე თქმით, ეს იქნება ევროკომისიის ძალიან დიდი, არსებითი დოკუმენტი.

„საქმე როდესაც ეხება შეფასებას, როგორ მუშაობს საქართველო, როგორ ახორციელებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც მიიღო კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს – ორ კვირაში, 4 ნოემბერს, საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. ეს იქნება ევროკომისიის ძალიან დიდი, არსებითი დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რა მოხდა საქართველოში გასულ წელს და როგორ არის ეს დაკავშირებული საქართველოს მისწრაფებებთან, შეუერთდეს ევროკავშირს. გაიმართება უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის და გაფართოებაზე პასუხისმგებელი კომისრის, მარტა კოსის პრესკონფერენცია. იმავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას და ვუპასუხებ შეკითხვებს, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ვიზების შეჩერების საკითხზე, თუ რა საფუძველი აქვს ამ მოთხოვნას, რაზეც ჰერჩინსკიმ უპასუხა:

„ბევრი თვის განმავლობაში ხშირად ითქვა ბრიუსელში, რომ საქართველო უკან იხევს დემოკრატიული პრინციპებისგან, რაც არის  საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგი. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება. 27 ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს თვეების განმავლობაში განიხილავენ და განხილვებს გააგრძელებენ. პარალელურად, საქმე გრძელდება საერთო რეგულაციებზე, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლას მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც სარგებლობენ ევროპასთან უვიზო რეჟიმით. ეს დისკუსიები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს წლიურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის საორიენტაციო მაჩვენებლებს. შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება იქნება. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობა მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა წარმოადგენს ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობას“.





მსგავსი სიახლეები
,,ნამდვილების და მრუდეების ჭიდილში, ჩვენ დავიცავთ ნამდვილ საქართველოს მთელი შეძლებით''- შალვა პაპუაშვილი
საქართველოს სჭირდება ახალი სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ეს ერთადერთია, რაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს-"ლელო - ძლიერი საქართველო"
ევროკავშირის საელჩოს როცა მიმოწერა აქვს ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ძალადობის ნორმალიზებაა-შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალი ნაგიევს შეხვდა
ხედავთ, რომ თავად აშშ-ში აპირებენ "ფარას" კანონის გამკაცრებას და სწორედ სენატორი რიში გახლავთ ამ კანონის ინიციატორი -გიორგი გაბუნია
"ნაცებმა" თავიანთი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" თვითონ მიდის პოლიტიკიდან, ახლა ვართ მარტო "ქოცები" და "გირჩები"-იაგო ხვიჩია
"არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა''- ლევან იოსელიანი
,,საქართველო არ იქნება პირველი სადაც პარტიებს აკრძალავენ''- ლევან იოსელიანი
"ნაცებმა" თავისი თავი თვითონ გააქრეს, "ლელო" მე მგონი, თვითონ მიდის პოლიტიკიდან, საბოლოო ჯამში დავრჩით ჩვენ''- იაგო ხვიჩია
,,რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა''- ლევან იოსელიანი
,,ევროკავშირის პოზიციაა ნებისმიერი ძალადობის დაგმობა''- პაველ ჰერჩინსკი
,,ორ კვირაში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს''- პაველ ჰერჩინსკი
სტანდარტული პრაქტიკაა, რომ მოქალაქეები გვწერენ წერილებს და ჩვენ ვპასუხობთ - პაველ ჰერჩინსკი
,,დისკუსიები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება''- ჰერჩინსკი უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე
საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს-პაველ ჰერჩინსკი
,,თუ დასანქცირება უნდათ, ჩვენ დაგვასანქცირონ''- ირაკლი ჭეიშვილი
ცდილობენ ევროკავშირის მტრად წარმოჩენას, ეს უსამართლოა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ პრინციპების პატივისცემას, რომელზეც ევროკავშირი დგას-პაველ ჰერჩინსკი
ძალიან დასანანია, რომ ევროკავშირზე შეტევა გრძელდება და თავდასხმამ იმატა კიდეც, ჩვენ არსად მივდივართ, ვრჩებით აქ -პაველ ჰერჩინსკი
უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტი მძიმეა, ყოფილი პრემიერი რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს, წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა პროცესი გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად წარიმართოს-მაია ბითაძე
ელჩი როდესაც ხარ და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ძალიან მძიმეა-კახა კალაძე